სოციალურ ქსელებში მსჯელობენ, თუ როგორ გადააჩვიონ ადამიანები ამ თვისებას " />

ბაქოში სიგარეტის ფანჯრიდან გადაგდების ტრადიციამ კორპუსში ხანძარი გამოიწვია

სოციალურ ქსელებში მსჯელობენ, თუ როგორ გადააჩვიონ ადამიანები ამ თვისებას

ბაქოში მრავალსართულიან სახლში მოხდა ხანძარი, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი ბინა დაიწვა. წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი ფანჯრიდან გადაგდებული სიგარეტის ნამწვი გახდა. ბაქოს მრავალსართულიანი სახლებიდან ფანჯრიდან ჩაუქრობელი სიგარეტის გადაგდება ჩვეული ამბავია. ხანძარმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღება იმისკენ მიაპყრო, რომ ეს მავნე ჩვევა ნამდვილად საშიშია.

• ტყის ხანძრები აზერბაიჯანში: ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ ეს სიცხის კი არა, ადამიანების ბრალია

• ბაქოს შანჰაი: უბანი, სადაც ნაგავს სადარბაზოსთან ყრიან, მალე გაქრება

გამოძიების ვერსიით, ხანძარი ასე მოხდა: ვიღაც მაღალ სართულზე მცხოვრებმა ქვემოთ გადააგდო ჩაუქრობელი სიგარეტის ნამწვი, რომელიც მეორე სართულის აივანზე დაეცა და აალება დაიწყო. 

ზუსტად ვინ იყო დამნაშავე, და ამისთვის რა ელის მას თეორიულად, ჯერჯერობით უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში არსებობს კანონი, რომელიც, ურნის გარდა, ნაგვის სადმე გადაყრას კრძალავს, სინამდვილეში მას არავინ იცავს. და თუკი ცენტრალურ ქუჩებზე კანონს მეტ-ნაკლებად იცავენ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებიდან ბევრი მაცხოვრებელი ნამწვებს მაინც ეზოში ყრის.

კომენტარები სოციალური ქსელებიდან:

 „სრულიად მჯერა ამ ვერსიის. მე თვითონ რამდეჯერმე ვეჩხუბე მეზობლებს, რომლებიც ჩაუქრობელ ნამწვებს ფანჯრიდან ყრიან“;

 „მეც მჯერა. მოსაფიქრებელია, როგორ უნდა ვადევნოთ თვალი იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს“;

 „სწორედ ასეთი ნამწვის გამო, ერთხელ დაგვეწვა ლეიბი, რომელიც აივანზე შრებოდა“;

 „მე კიდევ, ჩაუქრობელი ნამწვი ერთხელ კინაღამ თავზე დამეცა!“


ასევე წაიკითხეთ