გაჩენილ ღრმულში შენობის ნანგრევებია აღმოჩენილი" />

ბაქოში საავტომობილო გზა ჩავარდა

გაჩენილ ღრმულში შენობის ნანგრევებია აღმოჩენილი

სავალი ნაწილის გრუნტის საფარი 4 მეტრით ჩაიწია. ეს ჯალილ მამედკულიზადეს ქუჩაზე, ბაქოს ცენტრის მახლობლად, 15 ივლისს ღამით მოხდა. გზის 150 კვადრატული მეტრი ორმოდ იქცა.

Report იუწყება, რომ ამ მომენტში გზაზე რამდენიმე ავტომობილი მოძრაობდა. ზოგიერთი მათგანი დაზიანებულია. ადამიანები არ დაზარალებულან. დაზიანებული მანქანის მძღოლი ვიდეოში ჰყვება, რომ მან სხვების გასაფრთხილებლად შემთხვევის ადგილას ნიშნები დააყენა.

წინა დღეს ამ გზაზე მილების გაყვანა დაიწყეს. სწორედ იქიდან აღებული საგზაო ნიშნებით ისარგებლა იმ მიხვედრილმა მძღოლმა. თავიდან ზოგიერთს ეგონა, რომ გზა სწორედ ამ მილების გამო ჩავარდა. არსებობდა მეორე ვერსიაც, რომ ყველაფერი იქვე მახლობლად მშენებარე მეტროს გამო მოხდა. შემდეგ საავტომობილო გზების სააგენტომ გათხრები ჩაატარა და 5-6 მეტრის სიღრმეზე გვირაბის მაგვარი ნაგებობა აღმოაჩინა. სავარაუდოდ ოდესღაც აქ მდგარი შენობის საძირკველი ან კედლები, რომელიც შემდეგ მთლიანად არ აიღეს. სააგენტოს აზრით, გზის ჩავარდნის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

დაახლოებით რვა წლის წინათ ეს გზა, იქვე ახლოს მშენებარე მეტროპოლიტენის სადგურის გამო, ალტერნატიული გზის სახით გამოიყო. ამ გზით მოსიარულე ადამიანების თქმით, ის დიდი ხანია, ავარიულ მდგომარეობაშია.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ