ტორჰილდურ სუნას ვიზიტი დღესასწაულების გამო „უდროო“ აღმოჩნდა " />

ბაქოში პოლიტპატიმრების შესახებ მომხსენებლის მიღებაზე უარი განაცხადეს

ტორჰილდურ სუნას ვიზიტი დღესასწაულების გამო „უდროო“ აღმოჩნდა

აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების შესახებ ევროპის საბჭოს მომხსენებელს ტორჰილდურ სუნას ბაქოში თავისი ვიზიტის გადადება მოუხდა. ქვეყნის ხელისუფლებამ მისი ჩამოსვლის თარიღები „შეუსაბამოდ“ მიიჩნია, რადგან 4-5 ივნისს აზერბაიჯანში სახელმწიფო დღესასწაული აღინიშნება.  

• როგორია ჟურნალისტობა აზერბაიჯანში

• პოლიტპატიმრების მოგონებები აზერბაიჯანული ციხეების შესახებ

„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ისევ მომიხდა აზერბაიჯანში ჩემი ვიზიტის გადადება“,დაწერა ტორჰილდურ სუნამ საკუთარ Twitter-ზე

საუბარია მუსლიმებისთვის წმინდა თვის რამაზანის დასრულებასთან დაკავშირებულ ისლამურ დღესასწაულზე. აზერბაიჯანში ის ოფიციალურ დონეზე აღინიშნება. თუმცა, დღესასწაულის თარიღის შესახებ დიდ ხნით ადრე იყო ცნობილი, სუნას კი ჩამოსვლაზე უარი ბოლო მომენტში უთხრეს.

სუნა აპირებდა ოფიციალურ პირებთან და  სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად პოლიტპატიმრების პრობლემა განეხილა.

Twitter-ის იმავე პოსტის მიხედვით,  ის აზერბაიჯანში ჩამოსვლას უკვე სექტემბერში აპირებს.

ტორჰილდურ სუნა და აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები

ტორჰილდურ სუნა – ისლანდიელი იურისტი, უფლებადამცველი და ჟურნალისტია. ის წარმოადგენს ისლანდიის პირატულ პარტიას, რომელიც ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების სფეროში რეფორმებისთვის გამოდის.

2018 წლის ივნისში ტორჰილდურ სუნა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივი საკითხებისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის  მომხსენებლად დაინიშნა, რათა აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების შესახებ ანგარიში მოემზადებინა.

2019 წლის მარტში დიდი შეწყალების ფარგლებში დაახლოებით 50 აზერბაიჯანელი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. მაგრამ, აპრილში სტრასბურგში გამართულ მოსმენებზე  ტორჰილდურ სუნამ განაცხადა, რომ ამან პრობლემა არ გადაჭრა, და ციხეებში პოლიტიკური მოტივებით მსჯავრდებული კიდევ დაახლოებით 70 ადამიანი დარჩა.

• ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ადამიანის უფლებებს განიხილავენ

• პოლიტპატიმართა შეწყალება აზერბაიჯანში: რას ნიშნავს ეს და რას ცვლის?

აზერბაიჯანში მომხდარი შეწყალების შემდეგ ორნახევარი თვის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი და აქტივისტი დააპატიმრეს, ზოგიერთი პოლიტპატიმარი კი წამების შესახებ ჩივის.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ