მოითხოვდნენ ირანში ეთნიკური აზერბაიჯანელების უფლებებისთვის მებრძოლთა პატიმრობიდან გათავისუფლებას" />

ბაქოში ირანის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

მოითხოვდნენ ირანში ეთნიკური აზერბაიჯანელების უფლებებისთვის მებრძოლთა პატიმრობიდან გათავისუფლებას

ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ნაციონალისტური ახალგაზრდობის ორგანიზაცია“ ბაქოში ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. მონაწილეები იმ რეპრესიების წინააღმდეგ გამოდიან, რასაც ირანში ეთნიკური აზერბაიჯანელების უფლებებისთვის მებრძოლები ექვემდებარებიან.

• რით განსხვავდება ხალიჩების ქსოვის თებრიზული სკოლა ბაქოურისგან, და სხვა ფაქტები აზერბაიჯანული ხალიჩების შესახებ

• ირანული ტურიზმი სომხეთში

აზერბაიჯანელები ირანში

აზერბაიჯანული ეთნოსის ძირითადი ნაწილი ირანში ცხოვრობს – არანაკლებ 15 მილიონი ადამიანი (საკუთრივ აზერბაიჯანის მოსახლეობა – 10 მილიონია). ეს ირანში ყველაზე დიდი ეროვნული უმცირესობაა – არანაკლებ 16%.

ეს იმის გამო მოხდა, რომ 19-ე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერიამ და ირანმა ომი დაასრულეს, სამშვიდობო შეთანხმება დადეს და გაიყვეს ტერიტორია, რომელზეც აზერაბაიჯანელი თურქები ცხოვრობდნენ. მას შემდეგ საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები აზერბაიჯანელები დროდადრო გაერთიანებაზე ლაპარაკობენ.  

აქციის წვრილმანები

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წაიკითხეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბოლო დროს ირანის მთავრობამ ეთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნულ-კულტურული უფლებებისთვის მებრძოლებზე ზეწოლა გააძლიერა. კერძოდ, საუბარი ეხებოდა აბას ლისანის, კაზიმ საფარბაჰშს და სხვა აქტივისტებს, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის გამო, პატიმრობის სხვადასხვა ვადა აქვთ მისჯილი.

აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. მართალია, პოლიცია ესწრებოდა, მაგრამ პროტესტანტებს არ არბევდა, რაც აზერბაიჯანისთვის უჩვეულოა.

საელჩოს თანამშრომლებს აქციაზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ.

ეს „ნაციონალისტური ახალგაზრდობის“ მიერ ორგანიზებული პირველი ასეთი აქცია არ არის. ბოლო დროს ისინი საელჩოს წინ 2019 წლის მარტში შეიკრიბნენ.

 „ნაციონალისტური ახალგაზრდობა“, თანამემამულეების უფლებების დარღვევის გარდა,  ირანს ასევე საყვედურობს სომხეთთან თანამშრომლობისათვის, რომელთანაც აზერბაიჯანს, მთიანი ყარაბაღის გამო, გადაუწყვეტელი კონფლიქტი აქვს.

აზერბაიჯანი-ირანის ოფიციალური ურთიერთობები

აზერბაიჯანი და ირანი, ოფიციალურად, ერთმანეთთან ურთიერთობას მეგობრულს უწოდებენ.

მაგრამ აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირები ირანთან არც ისე ძლიერია, როგორც, მაგალითად – თურქეთთან. 

გარდა ამისა, ირანისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების პოლიტიკა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში განსხვავებულია – მაგალითად, ირანსა და  სომხეთს, და აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მყარი კავშირები, რომელთანაც ირანს ცუდი ურთიერთობა აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანი საერო სახელმწიფოა, სადაც ხელისუფლება რადიკალური ისლამის შესახებ ნებისმიერ მინიშნებას მკაცრად ახშობს, ირანი კი – ისლამური სახელმწიფოა, სადაც რელიგია და სახელმწიფო ერთიანია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ