აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას მიუსამძიმრა " />

ბაქოს მაცხოვრებლებს რუსეთის საელჩოსთან ყვავილები მიაქვთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას მიუსამძიმრა

ბაქოს მაცხოვრებლებს, კემეროვოში, სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ზამთრის ალუბალში“ მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა მიმართ სამძიმრის ნიშნად, რუსეთის საელჩოსთან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ.

რუსეთის საელჩოს ფასადთან ყვავილების თაიგულები აწყვია. ზოგმა სათამაშოები მიიტანა, რადგან ხანძრის დროს 40-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე აზერბაიჯანის რუსული სათვისტომოს წარმომადგენლებმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტრაგედიასთან დაკავშირებით თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს მიუსამძიმრა.

25 მარტს დასავლეთ ციმბირში მდებარე ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ „ზამთრის ალუბალში“ მომხდარი ხანძრის დროს, სულ ცოტა, 64 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 13 დაზარალებული საავადმყოფოებში იმყოფება.

ნათესავები ამბობენ, რომ ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა, – იუწყება ვებ-გვერდი „მედუზა“. ტრაგედიის ადგილას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა. რუსეთში საერთო სახალხო გლოვა გამოცხადდა.


ასევე წაიკითხეთ