ჩინოვნიკების თქმით, არაფერი საგანგაშო არ ხდება" />

ბაქოს მცხოვრებლები უძველესი ციხე-სიმაგრის დაზიანებით აღშფოთებულები არიან

ჩინოვნიკების თქმით, არაფერი საგანგაშო არ ხდება

 

ბაქოს სოციალური ქსელები იმ ფოტოებმა ააფორიაქა, სადაც ბაქოს ისტორიულ ცენტრში მდებარე უძველესი ციხე-სიმაგრის იჩერი-შეჰერის კედელზე ახალი ქვები ჩანს. ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ კედლის მახლობლად ლეგალური მშენებლობა მიმდინარეობს, და მას არავითარი ზიანი არ ადგება.

• ბაქო: ცოტა ზედმეტი ზედმეტი ხომ არ არის ამდენი მარმარილო?

• „ექსკურსია“ ღამის ბაქოში: ისტორიები და ფოტოები

რა კედელია ეს და რა მოსდის მას

ბაქოს ცენტრში განლაგებულია ქალაქის უძველესი ნაწილი, რომელსაც გარს ციხე-სიმაგრის კედელი აკრავს. ამ ტერიტორიას იჩერი-შეჰერი (შიდა ქალაქი) ჰქვია, მას ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალის სტატუსი აქვს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის.

მრავალი წლის განმავლობაში მის ერთ-ერთ კედელს რამდენიმე კაფე და რესტორანი ესაზღვრებოდა. ახლახან ისინი აიღეს. და აი, სოციალური ქსელებსა და მედიაში გაჩნდა ზემოდან, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მოპირდაპირე შენობის ფანჯრიდან გადაღებული ფოტო. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს კედლის გასწვრივ, ჯებირს მიღმა მშენებლობა. კედელზე თანამედროვე ქვები მოჩანს, მაგრამ ზუსტად იმის თქმა არ შეიძლება, კედლის ფრაგმენტია შეცვლილი, თუ მისი ზედაპირი.

ფოტოები აღებულია Facebook-დან, Rasul Hasan-ის გვერდიდან

ქალაქელებმა სოციალურ ქსელებში ხმაური ატეხეს:

„ჩვენი ისტორიის გაფრთხილების უნარიც კი არ გვაქვს. ბაქო ავადაა… ამის ყურებისას არანაირი ნერვები არ გეყოფა“;

„რაც შეიძლება მეტი რეპოსტი!ამის შესახებ სულ ზემოთ უნდა შეიტყონ!“

„თითქოს ამის შესახებ „ზემოთ“ არ იციან! ეს ყველაფერი მთავრობის საქმის კურსში ყოფნით კეთდება“;

ადმინისტრაციის რეაქცია

ნაკრძალის სამმართველომ ოფიციალურად განაცხადა, რომ „სარემონტო- აღდგენითი სამუშაოები ციხე-სიმაგრის კედლების სიმყარესა და გარეგნულ იერს არ აზიანებს“.

ადმინისტრაციის თქმით, ამ ტერიტორიაზე ახალი ერთსართულიანი, შუშისა და მეტალის კონსტრუქციის კაფე-ტერასები აშენდება

რა ხდება სინამდვილეში?

ბაქოს ისტორიის მკვლევარს თორღულ ველიევს აოცებს, რომ ადამიანები სწორედ ახლა აფორიაქდნენ. იმიტომ, რომ ციხე-სიმაგრის კედელსა და სხვა უძველეს შენობებზე თანამედროვე „ჩანართები“ პირველად არ ჩნდება.

„კედლის ეს მონაკვეთი, უკვე 10 წელიწადია, ასეთ მდგომარეობაშია. არქიტექტურის დამცველები იქ რესტორნების აშენების წინააღმდეგ თავიდანვე გამოდიოდნენ“, – ამბობს ველიევი.

მისი თქმით, მოცემულ მომენტში იჩერი-შეჰერში კიდევ რამდენიმე მსგავსი მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა ნაკრძალის ტერიტორიაზე მშენებლობა აკრძალულია.

ამის პარალელურად, სოციალურ ქსელებში განგაში კიდევ ერთი ისტორიული ძეგლის გამოა ატეხილი. კერძოდ კი – 1912 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის სავარაუდო დანგრევის გამო.

ფოტო: HamamTimes

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ