რამ გამოიწვია მთელი ესპანეთის პარალიზება? Reuters-ის ფოტორეპორტაჟი" />

ბარსელონა: სასტიკი შეტაკებები პოლიციასთან მშვიდობიანი მარშების შემდეგ

რამ გამოიწვია მთელი ესპანეთის პარალიზება? Reuters-ის ფოტორეპორტაჟი

15-დან 20 ოქტომბრამდე ბარსელონაში უკვე ხუთი მშვიდობიანი მარში მოეწყო. თითოეულ მათგანში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ისინი კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის 9 ლიდერისთვის მისჯილი სასჯელის შეცვლას ითხოვდნენ, რომელთაც ხანგრძლივი ვადით პატიმრობა შეუფარდეს – 9-დან 11 წლამდე.

პროტესტის მონაწილეები ბარსელონის ერთ-ერთი მოედნიდან პოლიციის განდევნას აღნიშნავენ. 20 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Jon Nazca

ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა არ მოისმინა.

BBC-ის ცნობით, ამის შედეგად, ბარსელონის ქუჩები ბრძოლის ველად გადაიქცა. ქუჩებში გამოვიდა უკვე არა ათობით, არამედ ასობითათასი ადამიანი, რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ მშვიდობიანად განწყობილი.

რატომ მიიჩნევს დასავლეთ ევროპა, რომ არ შეიძლება კატალონია დამოუკიდებელი გახდეს ესპანეთის ნების წინააღმდეგ

საქართველო დასავლეთს “ხელიდან უსხლტება” და რუსეთის ხელში გადადის?

ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. რატომ არ მოხდა გარღვევა

პროტესტის მონაწილეები წვავენ ნაგვის კონტეინერებს. ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში უკვე 700 ასეთი ხანძარი ჩააქრეს.

მეხანძრეები ბარსელონის ცენტრში მილიონიანი პროტესტის დროს ხანძარს აქრობენ. 19 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Juan Medina

საპროტესტო აქციების მონაწილეებმა საქმეში „მოლოტოვის კოქტეილები“ ჩართეს. საპასუხოდ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი ტყვიები, წყლის ჭავლის მანქანები და რეზინის ტყვიები.

საყოველთაო გაფიცვის შედეგად, კატალონიის დედაქალაქის ეკონომიკური ცხოვრება პრაქტიკულად პარალიზებულია.

ბარსელონაში სეპარატისტული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრების საწინააღმდეგო მილიონიან საპროტესტო აქციაზე. 19 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Jon Nazca

ხეები, ტროტუარები და შუქნიშნები გატეხილი ან დამწვარია. საერთო ზარალი უკვე 1,5 მილიონ ევროზე მეტად ფასდება.

ბარსელონაში და მის გარშემო ათობით გზა სრულად გადაკეტილია.

ახალი არეულობების შიშით გადადეს El Classico – საფეხბურთო მატჩი „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის. ეს შეხვედრა ბარსელონაში, 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

ესპანეთის მთლიანობის მომხრე აქტივისტები ურთიერთობას არკვევენ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებთან. ბარსელონა, 19 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Rafael Marchante

________________________________________

კატალონიური დრამა ორი წლის წინ, 2017 წელს დაიწყო. მაშინ ადგილობრივმა პარლამენტმა, მისი სპიკერის, კარლეს პუჩდემონის ხელმძღვანელობით, ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება სცადა, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.

სეპარატისტული მოძრაობის ლიდერები გარკვეული დროის განმავლობაში საზღვარგარეთ იმალებოდნენ, შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდნენ და მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. ამან ბარსელონაში ახალი აღშფოთებისა და არეულობების ტალღა გამოიწვია.

ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, იმ პატიმრებს, რომლებიც მოთხოვნებს ასრულებენ, დღის განმავლობაში ციხის დატოვება შეუძლიათ და იქ მხოლოდ ღამის გასათევად უნდა დაბრუნდნენ. ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა ეს პირობები სეპარატისტული მოძრაობის დაპატიმრებულ ლიდერებზე.

პროტესტი ბარსელონაში, აქციის მონაწილეებმა თავიანთი მობილური ტელეფონების ფარნები ჩართეს. 19 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Albert Gea


ასევე წაიკითხეთ