ის ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკში ისე შევიდა, ნიღაბიც კი არ გაუკეთებია და თავის აფეთქებით იმუქრებოდა" />

ბანკის ძარცვა ერევანში – უცნობმა 200 ათასი დოლარი გაიტაცა

ის ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკში ისე შევიდა, ნიღაბიც კი არ გაუკეთებია და თავის აფეთქებით იმუქრებოდა

მძრცველმა ერევნის ცენტრში მდებარე „კონვერს ბანკის“ ფილიალიდან სხვადასხვა ვალუტით დაახლოებით 200 ათსი დოლარი გაიტანა. თანამშრომლები მას დამორჩილდნენ, რადგან, თუ ფულს არ მისცემდნენ, ის თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

როგორც ჟურნალისტებს ერევნის სამძებრო კომიტეტის მრჩეველმა სონა ტრუზიანმა ჟურნალისტებს უთხრა, ძარცვა ორშაბათს, დაახლოებით დილის 11 საათზე მოხდა. მძარცველი პირდაპირ ფილიალის მმართველთან მივიდა და მას ბანკში იმ მომენტისთვის არსებული მთელი თანხის გადაცემა მოსთხოვა.

– მამაკაცი ნიღბის გარეშე იყო, – თქვა სონა ტრუზიანმა – ამჟამად მას და მის შესაძლო თანამზრახველებს ეძებენ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა წვრილმანების გახმაურება არ შემიძლია.

ფილიალი დღე-ღამის განმავლობაში დაიკეტა, თუმცა დღეს მუშაობა განაახლა.

„კონვერს ბანკი“ ადრეც გახდა ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლი. შვიდი წლის წინ მისი ერთ-ერთი ფილიალის დაცვის თანამშრომელმა მძარცველს ესროლა, დაჭრა და ფულის გატაცება აღკვეთა. მაშინ მძრცველი პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ