მათ დიდი ავანსი სოციალური სახლის მშენებლობსთვის გასცეს კომპანიაზე, რომელიც გაუჩინარდა " />

ბათუმში შვიდი მაღალჩინოსანი თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

მათ დიდი ავანსი სოციალური სახლის მშენებლობსთვის გასცეს კომპანიაზე, რომელიც გაუჩინარდა

Batumi, Georgia, May 2, 2016. REUTERS/David Mdzinarishvili 

პროკურატურამ აჭარაში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის შვიდი პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე.

ასევე დაკავებულები არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე , ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი, შესყიდვების განყოფილების უფროსი, მერიის  საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

სოციალური სახლი და გაუჩინარებული კომპანია 

მათ ბრალად დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ედებათ. საქმე ე. წ. იაფი სახლის მშენებლობაზე 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერს ეხება.

ტენდერში კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა, რომელსაც ავანსის სახით 1,4 მილიონი ლარი ჩაერიცხა. გამოძიებამ დააგინა, რომ კომპანიამ მხოლოდ 251 ათასი ლარის სამუშოები შეასარულა, შემდეგ კი გაუჩინარდა.

სახელმწიფომ კი თანხები ვერ დაიბრუნა იმის გამო, რომ, როგოც გაირკვა, კომპანიას არარსებული, ფიქტიური ორგანიზაციის მიერ გაცემული ფინანსური გარანტია ჰქონდა წარდგენილი.

საბოლოოდ, სახელმწიფომ 1 მილიონ 370 ათას ლარი იზარალა.

საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს პროკურატურა პირობას დებს, რომ პერიოდულად გამოაქვეყნებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას.

 


ასევე წაიკითხეთ