აფხაზეთში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს ომზე ფილმების გადაღება და ამ გზით ომზე საუბარი" />

როგორია ფილმები ომზე, რომლებსაც აფხაზი რეჟისორები იღებენ. მიმოხილვა

აფხაზეთში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს ომზე ფილმების გადაღება და ამ გზით ომზე საუბარი

შადრევანი სოხუმის რუსული დრამატული თეატრის წინ. ფოტო: სერგეი დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთში ოც წელზე მეტია კინო არ გადაუღიათ ომის ან ომის შემდგომ პერიოდზე. და საქმე  უფულობაში არ არის.  როდესაც ადგილობრივ რეჟისორებს ეკითხებიან, რატომ უვლიან გვერდს ომის თემატიკას, ისინი პასუხობენ, რომ ამისთვის დროა საჭირო და იმ სტრესის გააზრება, რაც ომმა გამოიწვია.

თუმცა, ბოლო წლებში რამდენიმე ფილმი ომზე მაინც გადაიღეს აფხაზმა რეჟისორებმა. ჩვენ ამ ფილმების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

ფხაზეთში ომის თემაზე ფილმის გადაღების პირველი მცდელობა 2013 წელს რეჟისორ ადა კვირაიას ჰქონდა. მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი „გოგონა ბურთზე“. ეს სურათი იმ ადამიანებზეა, რომლებიც ომის შემდეგ რეალურ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდნენ.

ადა კვირაია (ცენტრში), მისგან მარცხნივ – მსახიობი ნოდარ ცვიჟბა

ფილმი “გოგონა ბუშტზე” ჰყვება ადამიანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ ვერ მოახერხეს ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნება. მთელი ფილმიც ასე არეულადაა აწყობილი – ბევრი პერსონაჟი, არ არის გამოკვეთილი სიუჟეტი. ეს ფილმი არის სხვადასხვა მოკლე ისტორიების კრებული. მათ საერთო ის აქვთ, რომ ეს ისტორიები სოხუმის სანაპიროზე ვითარდება. 

2014

წელს დამწყებმა რეჟისორმა ილონა ხვარცკიამ მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ზაფარი“ გადაიღო.

ფილმის მოქმედება 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის პირველ დღეებში მიმდინარეობს.

სურათის მთავარი გმირის, ზაფარის ერთადერთი ვაჟი ციხეში ზის. იგი ნაწყენია მთელ მსოფლიოზე იმის გამო, რომ შვილის გადარჩენაში, ან თუნდაც მისი ვაჟის სასჯელის შემცირებაში არავინ დაეხმარა. ამის გამო იგი ძალიან უბედურ, გარესამყაროს მიმართ სიძულვილში მცხოვრებ ბერიკაცად იქცა.

მარტოხელა ზაფარი ყოველდღიურად ადევნებს თვალს მეზობლის დიდი ოჯახის ბედნიერ ცხოვრებას. სოფელში ქართული ჯარების შესვლამდე, მისი მეზობელი სოხუმში მიემგზავრება და წასვლამდე სახლის გასაღებს ზაფარს აბარებს.  სრულიად მარტო დარჩენილი ზაფარი მეზობლის სახლში შედის, ინტერიერს ათვალიერებს და გულდასმით ამოწმებს ყველა საყოფაცხოვრებო ნივთს, იცვამს მეზობლის კოსტიუმს, საჭმელს უცხო ჭურჭლიდან ჭამს და მასპინძლის ღვინოს სვამს… მასში დაგუბებული შური, ბოლოსდაბოლოს, გამოსავალს ნახულობს.

ამის შემდეგ ზაფარი შემთხვევით პოულობს წერილს, რომლითაც იგებს, რომ მეზობელმა მისი ვაჟის დასახმარებლად დიდი ჯაფა გასწია და პროკურორს ქრთამიც კი გაუგზავნა, მაგრამ, რაღაც მიზეზის გამო, ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. ეს მოულოდნელი ამბავი ზაფარისთვის ერთგვარ აღმოჩენად იქცა, რადგანაც მანამდე ეგონა, რომ მისი უბედურება არავის აღელვებდა.

ახლა კი ამ წერილმა ყველაფერი შეცვალა. მოგვიანებით, როდესაც მარტივი ნადავლის მაძიებელი გვარდიელები მისი მეზობლის სახლს უახლოვდებიან, ზაფარი სხვისი ქონების დაცვას ცდილობს და ამისათვის ზურგში ტყვიას იღებს.

ფილმმა „ზაფარი“ სოხუმის კინოფესტივალის გრანპრი მიიღო (ომის თემაზე შექნილ ბევრ სხვა ფილმს შორის), მოგვიანებით კი, სარდინიაზე გამართული კინოფესტივალის  («SGUARDI VISIONI STORIE 2014») ლაურეატი გახდა.

 

 

ილონა ხვარცკია ცნობილი აფხაზი რეჟისორისგან, ვიაჩესლავ აბლოთიასგან მილოცვებს იღებს

 

 

 

კიდევ ერთი აფხაზი რეჟისორის, ნაურ გარმელიას სადებიუტო ფილმი „ხიდი“ მოგვითხრობს აფხაზეთის მივარდნილ სოფელში მცხოვრები მამა-შვილის შესახებ, რომელიც  უშუალოდ ომის შემდგომ წლებში ცდილობს, გადარჩეს.

ფილმის სიუჟეტი ასეთია:

მამა მცირეწლოვან ვაჟს მარტო ზრდის. იგი შვილთან ერთად მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობითაა დაკავებული. პერიოდულად მის ვაჟს სოხუმის ბაზარში ყველი ჩააქვს და გადამყიდველებს აბარებს.

დედაქალაქისკენ მიმავალი გზა თავგადასავლებითაა სავსე. ყველაზე დიდი ფათერაკები კი ძველ, დაკიდებულ ხიდზე გასვლას უკავშირდება. ერთხელაც იგი მიდის ქალაქში და უკან დაბრუნებული აღმოაჩენს, რომ მამამისი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მთელი ღამის მანძილზე შვილი ცდილობდა სოფლის მიტოვებულ საფერშლო პუნქტში მიეტანა მამამისის სხეული.

როგორც რეცენზიებში წერდნენ, ეს ბიჭი ერთადერთი პოზიტივია ომის შემდგომ მატერიალურად და მენტალურად დანგრეულ აფხაზეთში.

ნაურ გარმელია და მთავარი როლის შემსრულებელი ასლან ხიბა

 

 

სურათმა „ხიდი“ უკვე მიიღო  ხანტი-მანსიისკის კინოდებიუტების ფესტივალის პრიზი „ბრინჯაოს ტაიგა“. ეს სრულმეტრაჟიანი ფილმი კინოსტუდია „ლენფილმშია“ გადაღებული.

 

იდევ ერთი ისტორია ომის შემდგომ აფხაზეთზე სანქტ-პეტერბურგის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ინარა ნარმანიამ გადაიღო. ფილმს ჰქვია “იქ მიშა წევს”.

ეს არის ისტორია სოხუმელ ბერძენზე, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა.

2016 წელს, სოხუმში ფილმის პრეზენტაციის დროს ნარმანიამ თქვა, რომ ეს მთლიანად საავტორო ისტორიაა და მთავარ გმირს პროტოტიპი არ ჰყავს. თუმცა, ეს არის ფილმი იმაზე, თუ რა გადახდა თავს ათასობით ადამიანს და როგორ შეცვალა ისინი ომმა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ