ორ თეატრს ერთ შენობაში უწევს მუშაობა, მაგრამ დრამატულ თეატრს ახალგაზრდულის დასთან სცენის გაყოფა აღარ სურს" />

აფხაზეთის ახალგაზრდულმა თეატრმა ქუჩის საპროტესტო აქციები დაიწყო

ორ თეატრს ერთ შენობაში უწევს მუშაობა, მაგრამ დრამატულ თეატრს ახალგაზრდულის დასთან სცენის გაყოფა აღარ სურს

სოხუმში, დრამატული თეატრის წინ მდებარე მოედანზე, რამდენიმე დღეა, ბევრი ადამიანი იყრის თავს – ძირითადად ისინი, ვინც ახალგაზრდული თეატრის დასის საჯარო პროტესტს მხარს უჭერს.

ახალგაზრდული თეატრი იმით არის აღშფოთებული, რომ ის ფაქტობრივად სცენის გარეშე დატოვეს, და მთავარ პრეტენზიებს დრამატულ თეატრს უყენებს. თეატრის მსახიობებმა და თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათი პროტესტი უვადო იქნება – ანუ იქამდე გაგრძელდება, სანამ ორი თეატრის მიერ სცენით სარგებლობის პრობლემა არ გადაწყდება.

რატომ არ არის აფხაზეთში კინოთეატრები

აფხაზეთში საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ ფსიქოლოგიური ფილმების გადაღება დაიწყეს

ლამაზი ფილმი ვლადიკავკაზის ახალგაზრდული კლუბის სევდიანი ისტორიის შესახებ

როგორ დაიწყო ყველაფერი 

აფხაზეთის ახალგაზრდული თეატრი ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში დაარსდა.

მაშინ ახალგაზრდა მსახიობები, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო განყოფილების კურსდამთავრებულები თამაშობდნენ თეატრ „აამატა“- ში, რომელსაც სოფა აგუმაა ხელმძღვანელობდა. სწორედ იქ ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფი, რომელიც კულტურის სამინისტროში ცალკე ახალგაზრდულ თეატრად დარეგისტრირდა.

მათ სტატუსი მისცეს, თუმცა ერთი პირობით – საკუთარი სცენა არ ექნებოდათ. რეპეტიციებისთვის კულტურული ცენტრის მცირე შენობა გამოუყვეს. სპექტაკლებისთვის კი დრამატული თეატრის სცენა ერთი დღით – ხუთშბათობით დაუთმეს.

და აი, დადგა მორიგი ხუთშაბათი  — 2018 წლის15 ნოემბერი. ახალგაზრდული თეატრი სპექტაკლის „საჭიროა მატყუარა“ ჩვენებას გეგმავდა.

მაგრამ დრამატულმა თეატრმა ამჯერად ამ დღეს დანიშნა თავისი სპექტაკლი – სახელად „ფეხით“. და  ახალგაზრდული დასი თეატრში საერთოდ არ შეუშვეს. ხოლო ძალით შესვლის თავიდან ასაცილებლად – წესრიგის დასამყარებლად უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მოიწვიეს.

ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ ათხოვებდა თავის დას სოხუმელი მოქანდაკე არხიპ ლაბახუა

აზერბაიჯანული კინო: უფრო არსებობს, ვიდრე – არა

 •„მძევლები“ფილმი  1983 წელს საბჭოთა საქართველოში თვითმფრინავის გატაცების ტრაგიკულ მოვლენებს ეხება

მაშინ ახალგაზრდული თეატრის დასმა გადაწყვიტა, რომ არ დაშლილიყო და მოედანზე იმდენ ხანს დარჩენილიყო, რა დროც, თეატრის თანამშრომლების თქმით, „პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტას“ დასჭირდებოდა. მათ თაყვანისმცემლები და თანამოაზრეები შეუერთდნენ.

„ჩვენ უკანონოდ მოქცევას არ ვაპირებთ. უბრალოდ, მხოლოდ ეს ვარიანტი დაგვრჩა – ჩვენ, ჩვენი კოლექტივი აქ რა დროით ვრჩებით, არ ვიცი“, – განაცხადა ახალგაზრდული თეატრის მსახიობმა ალიას ავიძბამ.

რატომ არ გვარდება პრობლემა?

იმიტომ, რომ დრამატული თეატრის სცენაზე ახალგაზრდული თეატრის ყოფნა არც ერთ ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი.

მაშინ, 2014 წელს, სკანდალური არჩევნები იყო, ხელისუფლების ცვლა და დოკუმენტის ხელმოწერა გაურკვეველი დროით გადადეს. იმ დროიდან თეატრებს შორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება მოქმედებდა, ასე ვთქვათ – „ჯენტლმენური შეთანხმება“.

„საბოლოოდ თეატრში 2015 წლის თებერვალში მივედით. მაშინ დოკუმენტიც კი შევიმუშავეთ – ის აქამდე ხელმოუწერელია – რომელშიც ნათქვამია, რომ ახალგაზრდული თეატრი კვირაში ერთხელ დრამატული თეატრის სცენაზე გამოვა. ხოლო წელიწადში ორჯერ, პრემიერების წინ, თეატრში 10 დღის განმავლობაში ექნებათ რეპეტიციები. ანუ საუბარი იყო სრულიად მცირე დახმარებაზე – თვეში 4 დღესა და წელიწადში 20 დღეზე“, – ჰყვება ახალგაზრდული თეატრის დირექტორი ასლან ენიკი.

ახალგაზრდული თეატრის დასში ირწმუნებიან, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი მათ არაერთხელ დააყენეს.

„გვესმის, რომ არის საყოფაცხოვრებო ხარჯი – სინათლე, წყალი, ნათურები. შევთავაზეთ, რომ ასეთი ხელშეკრულებით ჩვენს საერთო ცხოვრებას გავამარტივებდით და ამით დრამატულ თეატრს დავეხმარებოდით.

მაგრამ დრამატული თეატრის მაშინდელმა დირექტორმა – აგდურ ჯენიამ თქვა: „კოლეგებო, თქვენ კვირაში სულ ერთ დღეს თამაშობთ, ჩვენ კი ბიუჯეტი სრულად გვაფინანსებს, რატომ უნდა ავიღო თქვენგან რაიმე?“ – ამბობს მსახიობი ალიას ავიძბა.

და აქამდე ასე გრძელდებოდა.

2018 წლის ზაფხულში აფხაზეთის დრამატული თეატრის დირექტორი ნოდარ ჩანბა გახდა. და მას სრულიად სხვა აზრი აქვს.

ჩანბას მიაჩნია, რომ ოთხი წლის განმავლობაში ახალგაზრდული თეატრი, უსასყიდლოდ და ყოველგვარი უფლების გარეშე, იყენებდა დრამატული თეატრის შენობას. და ამიტომაც ახალგაზრდული თეატრი შენობიდან გააძევეს.

ბრალდება, რომ დრამატული თეატრი ახალგაზრდებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს, ნოდარ ჩანბას დაუსაბუთებლად მიაჩნია.

„აფხაზეთის თეატრი 100 წლისაა. და აი, ახლა ჩვენთან პირველად მოვიდნენ მშვენიერი ახალგაზრდა მსახიობები, ერთმანეთზე უკეთესები. მაგრამ მათი სამსახურში აყვანა არ შეგვიძლია – რადგან 2014 წელს თეატრს 24 საშტატო ერთეული ჩამოართვეს, რათა ცალკე შეექმნათ ახალგაზრდული თეატრი თავისივე დირექციით.

ახლა სპონსორებს ვეძებ, რათა ჩვენი ახალი ახალგაზრდა მსახიობების სამუშაო ავანაზღაუროთ. ამიტომ, იმის თქმა, რომ მე ახალგაზრდების წინააღმდეგი ვარ – აბსურდია“, – ამბობს ნოდარ ჩანბა.

როგორ უნდა მოიქცნენ ახლა ?

დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ მოამზადა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ორი თეატრის ურთიერთობას დაარეგულირებს. თავიდან საუბარი იყო იმაზე, რომ ახალგაზრდულ თეატრს დრამატული თეატრის შენობაში მუშაობის ერთ თვეში 50 ათასი რუბლი [დაახლოებით$ 750] გადაეხადა. შემდეგ ეს თანხა გაორმაგდა.

ასევე შეიცვალა დღე, რომელიც თეორიულად ახალგაზრდულ თეატრს უნდა დაეთმოს – ხუთშაბათის ნაცვლად, ორშაბათს განიხილავენ.

ახალგაზრდული თეატრის დასი ორშაბათზე უარს ამბობს და შეახსენებს, რომ მსოფლიოს ყველა თეატრში სამუშაო კვირის პირველი დღე გამოსასვლელად ტყუილად არ არის გამოცხდებული.

„ჩვენ ასარჩევად შევთავაზეთ სამშაბათი, ოთხშაბათი ან ხუთშაბათი. ვცდილობთ, მივახვედროთ, ავუხსნათ ჩვენი სიმართლე. იმედი გვაქვს, რომ გაგვიგებენ. და თუ არ გაგვიგებენ, რაიმე სხვა ზომებს მივიღებთ“, – ამბობს ახალგაზრდული თეატრის დირექტორი ასლან ენიკი.

რას ამბობს მაყურებელი

კონფლიქტის პირველივე დღეებიდან როგორც ერთი, ისე მეორე თეატრის თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელებში აქტიურად კამათობენ.

„ჩვენ სულ რაღაცას ვიყოფთ – ხან ძალაუფლებას, ხან ეკლესიას, ახლა თეატრამდეც მივედით. თუ ახალგაზრდებს ხუთშაბათი არ მისცეს – ადგნენ და ორშაბათს ისეთი სპექტაკლი დადგან, რომ მისი გაცდენა შეუძლებელი იყოს“.

„სად არის ლოგიკა? თუ ახალგაზრდები არ იხდიან – ესე იგი დრამატულ თეატრს ხელს უშლიან, თუმცა ფულის სანაცვლოდ, მზად არიან, ფართი გამოუყონ? რატომ არ სურთ ჩვენს უფროსებს, რომ ახალგაზრდებს მოუსმინონ.

„ბედნიერებაა, რომ სახელგანთქმული თეატრი გვყავს. ბედნიერებაა, რომ  ჩვენთან ახალგაზრდული თეატრიც გაჩნდა. და თუ დავაა – ამისთვის კულტურის სამინისტრო და მინისტრი არსებობენ, რომლებიც უშუალოდ არიან ამის უფროსები. სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

ასევე წაიკითხეთ