რამდენიმე შტატის სასამართლომ შეაჩერა ტრამპის ბრძანებულების მოქმედება" />

აშშ-ში დევნილებისა და მიგრანტების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას აპროტეტებენ

რამდენიმე შტატის სასამართლომ შეაჩერა ტრამპის ბრძანებულების მოქმედება

მიგრანტების მხარდამჭერი და აშშ-ის პრეზიდენტის იმ ბრძანებულების საწინააღმდეგო მიტინგები, რომელიც აშშ-ში ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას ზღუდავს, შაბათს  დაიწყო აშშ-ის უდიდეს საერთაშორისო აეროპორტებში.

ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოში, სიეტლსა და და სხვა ქალაქებში ადამიანები აეროპორტებთან მიდიან და პრეზიდენტის ქმედებების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. მთელ ქვეყანაში  საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

გარდა ამისა, იმ შტატების მოსამართლეებმა, რომლებშიც უფრო მნიშვნელოვანი  საერთაშორისო აეროპორტებია განლაგებული – მასაჩუსეტსის, ვირჯინიის და ვაშინგტონის, გამოსცეს დადგენილება პრეზიდენტის ბრძანებულების დროებით შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილებები მიიღეს ნიუ-იორკის ფედერალური საოლქო მოსამართლის მიერ შაბათს გამოტანილი დადგენილების კვალდაკვალ, რომელმაც განსახლიველად მიიღო ერაყის ორი მოქლაქის სახელით სამართლდამცავთა მიერ შეტანილი სარჩელი და ბრძანებულების 90 დღით შეჩერების დადგენილება გამოიტანა.

ტრამპის მიერ პარასკევს ხელმოწერილი ბრძანებულება ითვალისწინებს ერაყის, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალის და სუდანის მოქალაქეების აშშ-ში შესვლის 90 დღით აკრძალვას, მათ შორის – მოქმედი ვიზებითაც. სირიელი დევნილების აშშ-ში მიღება  გაურკვეველი ვადით შეწყდება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან დევნილების მიღების პროგრამა შეჩერებული 120 დღით.

ბრძანებულების ხელმოწერისთანავე აეროპორტებში დაიწყო ხსენებული ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასული მოქალაქეების დაკავება. სააგენტო Reuters-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ქაიროს აეროპორტში  ავიაკომპანია EgyptAir-მა შაბათს ნიუ-იორკში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე ასვლის უფლება არ მისცა ერაყის – ხუთ და იემენის ერთ მოქალაქეს.

ტრამპის განკარგულების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და რამდენიმე ქვეყნის ლიდერები. კერძოდ, ამერიკის აეროპორტებში დაკავებული ადამიანების მიღების დაპირება გასცა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტიურდომ. ბრძანებულების კრიტიკით გამოვიდნენ გფრ-ს კანცლერი ანგელა მერკელი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.

დევნილთა საკითხებში  გაეროს უმაღლესი კომისრის სამართველომ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიაზციამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  ადმინისტრაციას მიმართეს მოწოდებით, რომ არ შეწვიტონ დევნილთა მიღება.


ასევე წაიკითხეთ