ბარაკ და მიშელ ობამებმა Netflix-თან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი" />

ბარაკ და მიშელ ობამებმა Netflix-თან გააფორმეს კონტრაქტი. ისინი ფილმების და სერიალების პროდიუსერები გახდებიან

ბარაკ და მიშელ ობამებმა Netflix-თან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი

ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ მიშელმა ხელი მოაწერეს კომპანია Netflix-თან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, ისინი ამ კომპანიისთვის ფილმებსა და სერიალებს გაუწევენ პროდიუსირებას. ამის შესახებ იუწყება The New York Times.

Netflix – საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ფილმების, სერიალების, შოუებისა და სხვა ვიდეო კონტენტის წარმოებით არის დაკავებული. მთელ მსოფლიოში Netflix-ის მუდმივი ხელმომწერების რაოდენობა 100 მილიონ მომხმარებელზე მეტს შეადგენს.  

ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ არ აპირებს Netflix პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. კერძოდ, ობამა არ აპირებს, რომ სერვისის საშუალებით აშშ-ს ახლანდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პოლემიკა გამართოს.

Netflix -ში განაცხადეს, რომ ბარაკ და მიშელ ობამები აწარმოებენ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, სერიალებსა და შოუებს, სადაც ბევრი ყურადღება დაეთმობა იმ თემებს, როლებსაც ყოფილი პრეზიდენტი თავისი რვაწლიანი პრეზიდენტობის დროს ამახვილებდა ყურადღებას.

ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ობამამ პრეზიდენტის თანამდებობა ტრამპს დაუთმო, ის ცდილობდა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან განზე გამდგარიყო. ბევრი მისგან მოელოდა აქტიურ ბრძოლას ახლანდელ პრეზიდენტთან, რომელიც ობამას ბევრი დანატოვარის განადგურებას ცდილობს. თუმცა, ექს-პრეზიდენტი ძალიან იშვიათად აკეთებს ტრამპის ქმედებების შესახებ კომენტარებს და ხმამაღალ, საჯარო გამოსვლებს ერიდება.

ბარაკ და მიშელ ობამების მიერ Netflix-თან დადებული კონტრაქტის ხანგრძლივობა და ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

Netflix-ის კონტენტ-დირექტორმა ტედ სარანდოსმა განაცხადა: „ბარაკ და მიშელ ობამები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული და აღიარებული პიროვნებები არიან; ახლა მათ უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, რომ ადამიანების ცხოვრება გააშუქონ“.  

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ Netflix იქცა იმ პლატფორმად, რომელზეც ბარაკ და მიშელ ობამები ამ ისტორიების გაზიარებას შეძლებენ“, – აღნიშნა სარანდოსმა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ