ეს ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს მოხდა " />

აშშ-ს პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებს სამხედრო მხარდაჭერასა და ამერიკულ ბუნებრივ აირს დაჰპირდა

ეს ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს მოხდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდი ტრამპი ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდა და ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა, – იუწყება The New York Times.

ბალიტიისპირა ქვეყნების მეთაურები იმედოვნებდნენ, რომ ვაშინგტონში რუსულ საფრთხესა და მასთან ბრძოლის მეთოდებს განიხილავდნენ. დაილია გრიბაუსკაიტემ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ლიტვურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა: „იმედია, აშშ და ჩვენი სხვა პარტნიორები ხვდებიან, რომ ბალტიისპირა ქვეყნების თავზე საჰაერო სივრცეს დაცვა ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებში ამერიკის ჯარი იმყოფებოდეს“.

ბალტიისპირა ქვეყნების შეშფოთება, რაც რუსეთის პოტენციურ აგრესიას უკავშირდება, 2014 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და უკრაინის დასავლეთით ომი გააჩაღა. 2016 წელს მიიღეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბალტიისპირეთში ნატოს მცირერიცხოვანი სამხედრო კონტიგენტი  მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

ექსპერტები მოელოდნენ, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ბალტიისპირეთში ნატოს ჯარის რიცხოვნობის გაზრდას შეეხებოდა. თუმცა, ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებს ეს საკითხი არ წამოუჭრიათ.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ძალიან ემადლიერება ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს იმ წესის დაცვისთვის, რომლის თანახმადაც, ნატოს წევრ-ქვეყნებს ევალებათ, თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი ნატოს გადაუხადონ.

შეხვედრის ერთ-ერთ შედეგად იქცა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აშშ ბალტიისპირა ქვეყნებს საბრძოლო მასალების შესაძენად 100 მილიონ დოლარს, ჯარისკაცების სწავლებისთვის კი 70 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ სამიტის დროს მისი ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ორ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს კი  რუსულ ბუნებრივ აირზე  ლიტვის დამოკიდებულების შემცირების საშუალებას გააჩენს.


ასევე წაიკითხეთ