აშშ-ის პრეზიდენტისა და კონგრესში მისი ოპონენტების კონფლიქტმა 800 000-მდე ადამიანი ხელფასის გარეშე დატოვა" />

აშშ-ის ხელისუფლების კრიზისი: მიზეზები და შედეგები

აშშ-ის პრეზიდენტისა და კონგრესში მისი ოპონენტების კონფლიქტმა 800 000-მდე ადამიანი ხელფასის გარეშე დატოვა

სამ კვირაზე მეტია, აშშ-ში სახელმწიფო დაწესებულებათა დიდი ნაწილი არ მუშაობს. პრეზიდენტი ტრამპი უარს ამბობს მათი დაფინანსების შესახებ კანონის ხელმოწერაზე. CNNის ცნობით, ამის მიზეზი კონგრესში დემოკრატების უარია მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის დაფინანსების გამოყოფაზე, რომლითაც არალეგალური ემიგრანტების ნაკადი უნდა აღკვეთონ.

კონფლიქტის ისტორია

მექსიკის საზღვართან დამცავი კედლის აშენება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა.

მისი მშენებლობისთვის ის კონგრესისგან 5,6 მილიარდ დოლარს მოითხოვს.

დემოკრატები და ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესში მიიჩნევს, რომ ასეთი კედელი არალეგალური მიგრაციის პრობლემას ვერ გადაჭრის და პროექტის დაფინანსებაზე უარს ამბობენ.

საპასუხოდ, სამ კვირაზე მეტი ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა უარი განაცხადა, ხელი მოეწერა კანონზე სახელმწიფო დაწესებულებების დაფინანსების შესახებ.

 თვალსაზრისი: რატომ არ ენდობა ტრამპი არავის?

 ტრამპი აშშ-ს ლტოლვილებისთვის კეტავს

• შეიძლება თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის აგენტი აღმოჩნდეს?

რეკორდი მოხსნილია

ეს, პრეზიდენტსა და კანონმდებლებს შორის კონფლიქტის შედეგად, სახელმწიფო დაწესებულებების დაპაუზების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. წინა შემთხვევა 20 წელზე მეტი ხნის წინ, პრეზიდენტ კლინტონის დროს მოხდა.

სრულად ფინანსდებიან, მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოები – ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, გამოძიების ფედერალური ბიურო და თავდაცვის სამინისტრო. დაკეტილია ეროვნული პარკები, სახელმწიფო მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

ამ ყველაფრის შედეგად, დაახლოებით 800 ათასი ადამიანი უხელფასოდ დარჩა. ისინი კუთვნილ ფულს მაშინ მიიღებენ, როდესაც კანონს დაფინანსების შესახებ ბოლოს და ბოლოს ხელი მაინც მოეწერება. ამჟამად ისინი სირთულეებს განიცდიან მიმდინარე გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით, თუმცა, არაერთი წყაროს ინფორმაციით, ამერიკული ბანკები, ელექტრომომმარაგებელი და გაზის კომპანიები სიტუაციას გაგებით ეკიდებიან და შემხვედრ ნაბიჯებს დგამენ.

პერსპექტივა

სიტუაციას ართულებს ის, რომ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნის, ზედაში კი – რესპუბლიკელებს.

ამის შედეგად პრეზიდენტი ტრამპი წარმომადგენელთა პალატაში ვერ ახერხებს დამცავი კედლის პროექტის დასაფინანსებლად თანხების მოპოვებას, მის ოპონენტებს კი არ შეუძლიათ, კენჭისყრაზე დააყენონ კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებების დაფინანსებაზე შეზღუდვას მოხსნის.

პრეზიდენტ ტრამპსა და მის ოპონენტებს შორის კონფლიქტი ისე გაღრმავდა, რომ ახლა ვეღარავინ იკისრებს იმის პროგნოზირებას, თუ როდის და როგორ მოგვარდება ეს კრიზისი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ