შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, - წერია განცხადებაში, სადაც ანაკლიის პორტიცაა ნახსენები " />

აშშ-ის საელჩო მწვავე განცხადებას აქვეყნებს თიბისი ბანკის საქმეზე

შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, - წერია განცხადებაში, სადაც ანაკლიის პორტიცაა ნახსენები

აშშ-ის საელჩო საქართველოში სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ყველაზე მსხვილი ბანკის – “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას.

განცხადება მოკლეა, სამ აბზაციანი, თუმცა მისი თითოეული წინადადება მნიშვნელოვან აქცენტებს შეიცავს.

ეს განცხადება თბილისში მწვავე განხილვის თემად იქცა.

განცხადებაში ღიად არის გამოთქმული ეჭვი ბანკირების მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით,” – წერია განცხადებაში. 

საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის და ასევე ქვეყანაში ინვესტორების მოსაზიდად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან”, წერია განცხადებაში.

• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?

• მამუკა ხაზარაძე – ახალი პოლიტიკოსი?

• ბიძინა ივანიშვილი: გიორგი გახარია მაგარი კაცია

განცხადებაში ნახსენებია ანაკლიის პორტი, როგორც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტი.

“ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და რომელსაც აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“ – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

პოლიტიკური დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ანაკლიის პორტის ხსენება ირიბად იმის მიმანიშნებელია, რომ შესაძლოა, ხაზარაძის და ჯაფარიძის პრობლემები სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდეს, როგორც ამას თავად ბანკირები ამტკიცებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საელჩო ყურადღებით აკვირდება „თიბისი ბანკის“ საქმეს.

აშშ-ის საელჩოს განცხადება სრულად:

+

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.
მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წაუყენა.

“თიბისი ბანკის” ერთ-ერთ  ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო.

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ 16 მილიონ 754 ათასი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტს. ამ ტრანზაქციიდან ბანკირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს, მიიჩნევს პროკურატურა.

საუბარია ტრანზაქციაზე, რომელიც 11 წლის წინ, 2008 წელსაა შესრულებული. 

თავად ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე საქმე იმიტომ აღიძრა, რომ ხელისუფლებას ანაკლიაში ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება უნდა. 

პორტის მშენებლობას მხარს უჭერს აშშ. მოსკოვი კი, ამ პროექტს მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს. 


ასევე წაიკითხეთ