პოლონეთში ეკონომიკურ ფორუმზე 5 ათასზე მეტ სტუმარს ელოდებიან " />

“აღმოსავლეთის დავოსზე” ევროპის მომავალს განიხილავენ

პოლონეთში ეკონომიკურ ფორუმზე 5 ათასზე მეტ სტუმარს ელოდებიან

“ხვალინდელი ევროპა “ძლიერი” – რას ნიშნავს ეს? “- ეს 29-ე ეკონომიკური ფორუმის დევიზია, რომელიც პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცაში 2019 წლის 3-5 სექტემბერს გაიმართება. წელს ის ევროპის მომავალს და მომავალ ათწლეულში ევროპის ქვეყნების მთავრობების მთავარ გამოწვევებს მიეძღვნება .

ეკონომიკური ფორუმი 1991 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ამ ხნის განმავლობაში ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და აკადემიური ელიტის ტრადიციული შეხვედრების ადგილი გახდა. წელს ორგანიზატორები მთელი ევროპიდან 5 ათასზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

REUTERS/Kacper Pempel 

ფორუმში, რომელსაც “აღმოსავლეთის დავოსი” უწოდეს, რეგულარულად მონაწილეობენ სახელმწიფოების მეთაურები, სამთავრობო დელეგაციები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. განსახილველ საკითხებს შორისაა ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხები, საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ა.შ.

«დიდი ხნის განმავლობაში ევროპა ვერ უმკლავდებოდა თავის შიდა პრობლემებს, პირველ რიგში, ბრექსტს … გლობალურ პოლიტიკაში ჩვენ ვხედავთ სავაჭრო ომს აშშ-სა და ჩინეთს შორის და მზარდ დაძაბულობას აშშ-სა და ირანს შორის. ეს არის ინციდენტები, რომლებმაც შეიძლება დიდი გავლენა იქონიონ მსოფლიო პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე უახლოეს მომავალში და მათი შედეგები შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში», – ამბობს ფორუმის სამეურვეო საბჭოს დამფუძნებელი და თავმჯდომარე ზიგმუნ ბერდიხოვსკი.

იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ “საერთო ხმით” საუბრით შეუძლი ევროპას თავისი ძალა გამოავლინოს.

“მხოლოდ მომავლის ერთიანი, საერთო ხედვას, ინდივიდუალური ისტორიული გამოცდილებისა და ინტერესების შესაბამისად, შეუძლია უზრუნველყოს ძალა და კონკურენტული უპირატესობა, რომლის წყალობითაც  ევროპა ზესახელმწიფოდ ჩაითვლება. ეგოიზმს საბოლოო ჯამში არსაით მივყავართ. მიუხედავად ეკონომიკური სიძლიერისა, ევროპა სწრაფად ბერდება დიდია რისკი რბოლას ჩამოცილდეს», – დასძენს ბერდიხოვსკი.

წლევანდელი ფორუმის პროგრამა მოიცავს პლენარულ სხდომებს, ასევე  200-ზე მეტ პანელურ დისკუსიას რამდენიმე თემატურ საკითხში.

ყოველ წელს ფორუმზე წლის ადამიანი სახელდება. 2018 წელს წლის ადამიანი ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი გახდა.

2005 წელს ფორუმის წლის პიროვნება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. სხვადასხვა წლებში ეს წოდება ასევე მიენიჭათ  პოლონეთისა და ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტებს ლეხ ვალენსას და ვაცლავ ჰაველს, რომის პაპ იოანე პავლე II-ს, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

2012 წელს მიხეილ სააკაშვილი ფორუმზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული და სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრინიცაში 2017 წელს იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტს ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა. თავის გამოსვლაში მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კურსი ევროინტეგრაციაზე უცვლელია.

2018 წლის მაისში კრინიცას ფორუმის სხდომა თბილისში ჩატარდა, მასში პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა მონაწილეობდა.

 

«კრინიცაშს ეკონომიკური ფორუმი, როგორც ბრენდი, ცნობილია მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ყოველ წელს ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ პროგრამას ისე, რომ მისმა მრავალფეროვნებამ სტუმრების ფართო სპექტრის მოწვევის საშუალება მოგვცეს. წლევანდელი ფორუმის მომზადება ადრევე დაიწყო – ძალიან ამბიციური გეგმებისა წყალობით, რომლებიც  2020 წლის ფორუმის მზადებას უკავშირდება, რომელიც რიგით ოცდამეათე იქნება», – ამბობს ფორუმის პროგრამის დირექტორი კინგა რედლოვსკა.

წლევანდელი კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავს ბევრ საკითხს, რომლებიც პოლონეთისა და ევროპის წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე პრობლემებსა და გამოწვევებს უკავშირდება. დიდი ყურადღება დაეთმობა ახალ საკომუნიკაციო საშუალებებს, მოწინავე ტექნოლოგიებს, მიგრაციასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას.

JAMnews კრინიცას 29-ე ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური მედიაპარტნიორია. ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ფორუმის ვებგვერდზე  http://www.forum-ekonomiczne.pl


ასევე წაიკითხეთ