ეს არის სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონი, სადარაჯო კოშკების ნანგრევებში - არწივების ბუდეებით" />

ოსური მთის სოფელი, რომელიც 700 წლისაა. ფოტოისტორია

ეს არის სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონი, სადარაჯო კოშკების ნანგრევებში - არწივების ბუდეებით

სოფელი ქვედა როკი ჯავის რაიონშია. ოსურად ამ დასახლების სახელი ასე ჟღერს – “დალლაგ რუკ”.

სოფლის უხუცესი ალექსანდრე ფლიევია, რომელიც აქ დაიბადა და 50 წლის განმავლობაში ერთადერთი ექიმი იყო მეზობელი 9 სოფლისათვის, სადაც მთლიანობაში დაახლოებით 200 ადამიანი ცხოვრობს. ბავშვობაში “პუშკინი” შეარქვეს, ბევრს კი საერთოდ მისი ნამდვილი გვარი ჰგონია. ალექსანდრეს მამას სერგი ერქვა და მისი მეტსახელის წარმოშობის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ეს გარემოებაც განიხილება.

როკის დასახლება ერთ-ერთი ყველაზე ძველია კავკასიაში. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეს სოფელი მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში შეიქმნა, თუმცა, ბევრი მეცნიერის ვარაუდით, კიდევ უფრო ძველი უნდა იყოს.

იყო დრო, როდესაც სოფელში 3 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. სოფლის თითქმის ყველა გადარჩენილი სახლის გვერდზე კოშკია აღმართული, რომელთაგან ზოგიერთი სათვალთვალო იყო, და ზოგიც საცხოვრებელი. როდესაც ზამთარი განსაკუთრებულად ცივი და თოვლიანი აღმოჩნდებოდა, კოშკის ქვედა ნაწილი საქონლის დასაბინავებლადაც გამოიყენებოდა.

ოსურ დასახლებებში სასიგნალო კოშკებიც იგებოდა, რომლებიც ერთი სოფლიდან მეორეში ჩანდა. იმისთვის, რომ დახმარება ეთხოვათ, ან მოსალოდნელი ხიფათის შესახებ გაეგზავნათ შეტყობინება, მოსახლეები ასეთ კოშკებზე უზარმაზარ კოცონს აჩაღებდნენ ხოლმე.

ადგილობრივების თქმით, სახლის ეს კედელი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აშენდა. მათი მონათხრობის მიხედვით, სოფელი რუკი 1920-იან წლებში მთლიანად დაიწვა ადგილობრივ ოსებთან კონფლიქტის დროს, რომლებმაც საბჭოთა ხელისუფლება მიიღეს მაშინ, როდესაც ახლადშექმნილმა ქართულმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უარი თქვა საბჭოთა კავშირთან ტანამშრომლობაზე.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, სოფელი დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო და მხოლოდ ექვსი წლის წინათ დაიწყეს მოსახლეებმა უკან დაბრუნება.

“პუშკინის” მამამ ეს სახლი 1926 წელს ააგო. ესაა ქვის უბრალო, ოთხკუთხედი, უფანჯრო შენობა, რომელსაც 1 კარი აქვს.

ბატონმა ალექსანდრემ შვილს ძველი სახლის დანგრევისა და მის ადგილზე ახლის აშენების უფლება არ მისცა. საბოლოოდ კი კომპრომისს მიაღწიეს და ძველს ახალი, როგორც თავად “პუშკინი” ამბობს, “თანამედროვე სტილის” სახლი მიაშენეს. თუმცა, ალექსანდრეს სახლის ძველი ნაწილი უყვარს.

თანამედროვე სახურავის ქვეშ ოსური ორნამენტებით მორთული აივანია.

ეს სკოლა 1862 წელს აშენდა და, დოკუმენტების მიხედვით, მასში 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. დიდი ხანია, რაც ეს სასწავლებელი დაიხურა.

დიდ სოფელში მეცხოველეობა იყო განვითარებული, ახლა კი აქ მხოლოდ 4 კომლია დარჩენილი.

“პუშკინმა” მიტოვებულ სახლებს ფუნქცია გამოუნახა. ასეთ შენობებში ის საქონელს აბინავებს ხოლმე.

 

ეს კრავი ობოლია. დედამისი პირდაპირ ეზოდან მოიტაცა ძუ მგელმა. “პუშკინის” შვილიშვილები ბეკეკას “კოკოს” ეძახიან.

“პუშკინი” და ბელა, უკვე 42 წელია, ერთად არიან. ისინი 1973 წელს შეუღლდნენ. ალექსანდრემ თავის რჩეულს სამჯერ მიუგზავნა მაჭანკლები. ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია, მაგრამ “პუშკინს” არ ეტყობა, რომ მეუღლეზე გაცილებით უფროსია.

ცოლ-ქმარი წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებით არის დაკავებული. ამას გარდა, წყვილი მეფუტკრეობასაც მისდევს. დიდი ოჯახი აქვთ, მაგრამ შვილების ნაწილი ქალაქში ცხოვრობს, ნაწილი კი ქალაქთან ახლოს. შვილიშვილებს ძალიან უყვართ პაპასთან დასასვენებლად მოსვლა, მაგრამ მოხუცები, ძირითადად, მაინც მარტოები არიან.

ასეთი მიტოვებული სახლების ნანგრევები უფრო მეტია აქ, ვიდრე საცხოვრებელი სახლები, მაგრამ “პუშკინი” ამბობს, რომ ამ ადგილების დატოვება არ სურს.

ამბობს რომ მისი ცხოვრება მისი სახლის ამ ორი კედლის – ძველისა და ახლის კომბინაციას ჰგავს. სხვათა შორის, სახლის შესასვლელი არ შეუცვლიათ.

ამბობს რომ მისი ცხოვრება მისი სახლის ამ ორი კედლის – ძველისა და ახლის კომბინაციას ჰგავს. სხვათა შორის, სახლის შესასვლელი არ შეუცვლიათ.

მეზობლების სახლი, რომელსაც “პუშკინი” უვლის. სახლის ქვედა ნაწილი გასული საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა, ზედა ნაწილი კი შედარებით ახალია.

სოფელი როკი თავისი კოშკებით სამხრეთ ოსეთს “ხსნის”. გადაივლი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს და პირდაპირ ზემო რუკში (უალლაგ რუკ) , პირდაპირ ღია ცის ქვეშ მოწყობილი ძველისძველი მუზეუმში აღმოჩნდები.

საგვარეულო კოშკების აგებისას სამშენებლო ხსნარში ქათმის კვერცხის გულს უმატებდნენ. დღეს აქ არწივების ბუდეა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ