ბრძოლა ახლა იწყება, აცხადებენ აქციის მონაწილეები" />

აქციის დაშლა პარლამენტთან. JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი

ბრძოლა ახლა იწყება, აცხადებენ აქციის მონაწილეები

სპეციალური დანიშნულების რაზმებმა დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია დაშალა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წესის ჩაგდებას აპროტესტებდნენ. პროპორციულ წესზე გადასვლა პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაპირები იყო. 14 ნოემბერს,პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ მომიტინგეებმა პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს და შენობაში დეპუტატებს არ უშვებდნენ.

უკვე შუადღიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან მობილიზებული იყო ასობით სამართალდამცავი სპეციალური აღჭურვილობით -ნიღბრბით, ფარებითა და ხელკეტებით.

მათ ალყა შემოარტყეს პარლამენტს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის

კარვები, შეშის ღუმელი და ცხელი ყავა – 17 ნოემბრის მიტინგი პარლამენტის წინ. ფოტორეპორტაჟი

სპეცოპერაციის დაწყებამდე ქალის ხმა მეგაფონში აფრთხილებდა მომიტინგეებს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან სამართალდამცავები აქციის დაშლას აპირებდნენ.

აქციის დაშლისას პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. განსხვავებით 20 ივნისისგან, ამჯერად რეზინის ტყვიები არ ყოფილა.

მომიტინგეთა ნაწილი ასფალტზე დაჯდა, რომ პოლიციის კორდონისთვის ხელი შეეშალა.

სპეცოპერაციის დაწყებიდან საათნახევარში დემონსტრანტების მიერ ბლოკირებული პარლამენტში შესასვლელი ყველა კარი გახსნილი იყო. სამართალდამცავებმა აიღეს ყველა კარავი, რომელიცვ რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე აქციის მონაწილეებმა დაამონტაჟეს.

მალე აქ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩდნენ და ტეტირორია დაასუფთავეს. გაიხსნა გზის სავალი ნაწილი.

დაკავებულია 18 მომიტინგე. არიან დაშავებულებიც – ისინი ქალაქის რამდენიმე კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანებმა მიიყვანეს.

მიუხედავად სპეცრაზმის მოქმედებებისა, მომიტინგეთა ნაწილი კვლავ დგას რუსთაველზე, პარლამენტის წინ, სადაც მიტინგი გრძელდება. მიკროფონთან გამომსვლელები ცვლიან ერთმანეთს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ დაშლას და ყველა კონსტიტუციურ მეთოდს გამოიყენებენ, ხელისუფლების შესაცვლელად.

აქციის დაშლა პარლამენტთანსაპროტესტო აქცია პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნითაქციის დაშლა პარლამენტთანაქციის დაშლა პარლამენტთანაქციის დაშლა პარლამენტთანაქციის დაშლა პარლამენტთანაქციის დაშლა პარლამენტთანაქციის დაშლა პარლამენტთანაქციის დაშლა პარლამენტთანსაპროტესტო აქცია თბილისშისაპროტესტო აქცია თბილისშისაპროტესტო აქცია თბილისშიაქციის დაშლა პარლამენტთანაქციის დაშლის შემდეგ რუსთაველის გამზირი დაალაგესსაპროტესტო აქცია თბილისშისაპროტესტო აქცია თბილისშიაქციის დაშლის შემდეგ რუსთაველის გამზირს ალაგებენაქციის დაშლის შემდეგ რუსთაველის გამზირს ალაგებენაქციის დაშლა პარლამენტთანაქციის დაშლა პარლამენტთანაქციის დაშლა პარლამენტთანსაპროტესტო აქცია თბილისში


ასევე წაიკითხეთ