ასლან ბჟანიას მოულოდნელი მძიმე დაავადების მიზეზი უცნობია - ზოგიერთი მოწამვლის შესახებ საუბრობს, ზოგი კი პნევმონიაზე" />

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ასლან ბჟანიას მოულოდნელი მძიმე დაავადების მიზეზი უცნობია - ზოგიერთი მოწამვლის შესახებ საუბრობს, ზოგი კი პნევმონიაზე

ასლან ბჟანიას მოულოდნელი მძიმე დაავადების მიზეზი უცნობია – ზოგიერთი მოწამვლის შესახებ საუბრობს, ზოგი კი პნევმონიაზე

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელიც 2019 წლის ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, მძიმე მდგომარეობაში, სასწრაფოდ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

„სამწუხაროდ, არ შეგვიძლია გაცნობოთ დადასტურებული ინფორმაცია დიაგნოზის შესახებ, იმდენად, რამდენადაც არ ვფლობთ დაზუსტებულ სამედიცინო დასკვნას“, – განაცხადა 19 აპრილს, სასწრაფოდ შეკრებილმა სახელმწიფოს დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის საბჭომ, რომელშიც აფხაზეთის ყველა ოპოზიციური ორგანიზაციის ლიდერი შედის.

ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოულოდნელი და მკვეთრი იყო. სოციალური ქსელების ანონიმური მომხმარებლები ორი ვერსიის შესახებ წერენ – მოწამვლა და პნევმონია. თუმცა, დაავადების ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით არცერთ ოფიციალურ წყაროს არ გამოუცხადებია.

ეს მაინც გადატრიალება იყო აფხაზეთში 2014 წელს?

მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

 

ასლან ბჟანია 2019 წლის 21 ივლისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას.

წინა არჩევნებზე, 2014 წელს, მან ხმათა 32 პროცენტი დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. ის მხოლოდ აფხაზეთის ახლანდელ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას ჩამორჩა.

 

 

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ