საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, 25 აგვისტოს არჩევნებზე ოპოზიცია სამ კოლონად გავა" />

აფხაზური ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიშალა

საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, 25 აგვისტოს არჩევნებზე ოპოზიცია სამ კოლონად გავა

აფხაზური ოპოზიცია დაიშალა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც 25 აგვისტოს არის დანიშნული.

ხანგრძლივი კონსულტაციებისა და განხილვის შემდეგ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს საერთო კანდიდატზე შეთანხმება და არჩევნებზე სამ კოლონად გავლენ.

ვის ირჩევენ პრეზიდენტად აფხაზეთში? ყველაფერი კანდიდატების შესახებ

წამყვანმა ოპოზიციურმა ძალა „ამცახარამ“ (1990-იანი წლების აფხაზეთის ომის ვეტერანები) განაცხადა, რომ უახლოეს ყრილობაზე, პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარეს, ალხას კვიცინიას წარადგენს.

პარტია „ერთიანი აფხაზეთი“ (მას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას პარტიას უწოდებენ) ფსონს ასლან ბჟანიაზე დადებს, რომელიც თავდაპირველად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად მიიჩნეოდა.

ბჟანია აპრილის შუაში მოულოდნელად დაავადდა, ის თავდაპირველად ერთ-ერთ მოსკოვურ კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.

ოპოზიციის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს. მაგრამ გენერალური პროკურატურა, რომელიც მის ასე მოულოდნელად დაავადების საქმეს იძიებდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ბჟანიას მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი არის სწორედ მოსკოვური კლინიკის დიაგნოზი – იშვიათი იმუნური დაავადების, გიენ-ბარის სინდრომი.

თუ ასლან ბჟანია მაინც მოწამლეს – მაშინ ვინ და რატომ?

მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

ყველა ელოდა, როგორ არჩევანს გააკეთებდა ოპოზიციის კიდევ ერთი გავლენიანი და ქარიზმატული წარმომადგენელი – ექსპრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი. პირადად მას (ისევე, როგორც სერგეი შამბას) მომავალ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს ასაკობრივი ცენზი. ანქვაბი ფსონს კადრის ოფიცერზე, ოლეგ არშბაზე ჩამოვა.

აფხაზეთის ექსპრეზიდენტი კორუფციულ კავშირებში დაადანაშაულეს

ეს მაინც გადატრიალება იყო აფხაზეთში

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ოპოზიციის ასეთი დაშლის ერთადერთი მიზეზი – ასლან ბჟანიას დაავადებაა. მის უახლოეს გარემოცვას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ პოლიტიკოსი მოასწრებს საკმარისად გამოჯანმრთელებას, რათა მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო რბოლაში.

მაგრამ ყველა არაა დარწმუნებული, რომ ასე მოხდება, ამიტომაც გამოჩნდნენ სხვა კანდიდატები, მათ შორის, წამყვანი ოპოზიციური ძალის – „ამცახარის“.

თუმცა, ბჟანიას საერთოდ არაფერიც რომ არ შემთხვეოდა – ოპოზიციას საერთო კანდიდატზე შეთანხმება მაინც ძალიან გაუჭირდებოდა.

მიზეზი – ექსპრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის განსაკუთრებული პოზიცია. როგორც ამბობენ, მას უნდოდა გარანტიები ჰქონოდა, რომ ასლან ბჟანიას გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებდა.

თუმცა, მაშინაც კი, როდესაც ბჟანია ჯერ კიდევ ჯანმრთელი იყო – ექსპრეზიდენტმა მასთან შეთანხმება ვერ მოახერხა.

მას შემდეგ, რაც ბჟანია დაავადდა, მოლაპარაკებები უკვე ოპოზიციის სხვა ლიდერებთან გაგრძელდა, მაგრამ ვერც მათთან მოახერხა საერთო პოზიციებზე შეჯერება ალექსანდრ ანქვაბმა.

ფოტო: იბრაჰიმ ჭკადუა

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ