არავინ დაშავებულა, მაგრამ ათასზე მეტ მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულება სხვა ადგილას მოუწევს " />

სოხუმში ყველაზე დიდი სკოლა დაიწვა

არავინ დაშავებულა, მაგრამ ათასზე მეტ მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულება სხვა ადგილას მოუწევს

სოხუმში, ხანძრის შედეგად, ძლიერ დაზიანდა აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, პუშკინის სახელობის, ნომერ მეორე სკოლა. მთლიანად დაიწვა სახურავი და ახლა ათასზე მეტ მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულება სხვა ადგილას მოუწევს. დაშავებული არავინ არ არის.

ხანძარი დილით ადრე, დაახლოებით 6 საათზე გაჩნდა. ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციამ არ იმუშავა და ამიტომ, მეხანძრეები ადგილზე ცოტა დაგვიანებით მივიდნენ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას განცხადებით, დრო დაიკარგა ტროლეიბუსის ხაზის გათიშვაზეც.

რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა ცეცხლს ორსაათ-ნახევარი აქრობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სოხუმის ნომერ მეორე სკოლა აფხაზეთში ყველაზე ელიტურად ითვლება. მისი შენობა მთლიანად დაიწვა 1990-იანი წლების აფხაზეთის ომის დროს და ის რუსეთის ხელისუფლების სახსრებით, 2008 წელს აღადგინეს.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ