დაშავებულია 60 ადამიანი. აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ 70 კილომეტრის რადიუსში გაიგეს" />

ორი რუსი ტურისტი დაიღუპა აფხაზეთში საბრძოლო მასალით სავსე საწყობის აფეთქების შედეგად

დაშავებულია 60 ადამიანი. აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ 70 კილომეტრის რადიუსში გაიგეს

გარდაცვლილია ორი ქალი, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგიდან. აფეთქების დროს ისინი ცხენით სეირნობდნენ საბრძოლო მასალების საწყობის მიდამოებში. მათთან ერთად კიდევ ერთი ტურისტი ქალი იმყოფებოდა, რომელიც დაშავებულია.

აფხაზეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის მიზან ლომიას თქმით,  “იმ სასტუმროს მფლობელი, სადაც ტურისტი ქალები ცხოვრობდნენ, ადასტურებს, რომ ეს სამი ქალი გუშინ სასტუმროში არ დაბრუნებულა”.

აფეთქება გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმოსკოეში, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწყობში 2 აგვისტოს დაახლოებით დღის სამი საათისთვის მოხდა. საწყობში საბრძოლო მასალა ინახებოდა.

აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი ბიჭვინთაშიც გაიგონეს (70 კილომეტრითაა დაშორებული სოფელ პრიმორსკოეს).

ხანძრის ჩაქრობა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რადგან საწყობში გამუდმებით ფეთქდებოდა საბრძოლო მასალები.

2 აგვისტოს საღამოსკენ საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სოფელ პრიმორსკოედან ადამიანების ევაკუაცია დაიწყო. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით ორი ადამიანია გარდაცვლილი, 60 ადამიანია დაშავებული, მათგან 27 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვები და რუსი ტურისტები. დაზიანებულია ასევე ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები.  დაშავებულები გუდაუთის, ახალი ათონისა და სოხუმის საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

 

რამ გამოიწვია აფეთქება საბრძოლო მასალით სავსე საწყობში, ამ დრომდე უცნობია.

აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მთავრობას სპეციალური კომისიის შექმნა დაავალა, რომელიც აფეთქების შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდაზე იზრუნებს.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ