ცეკვები და გართობა მიწვეულ გოგონებთან ერთად დრანდის ციხის ერთ-ერთ კამერაში გაიმართა, შემდეგ კი ვიდეო youtube-ზე მოხვდა" />

აფხაზეთში პატიმრების წვეულების შემდეგ ციხის ხელმძღვანელობა სამსახურიდან გაათავისუფლეს

ცეკვები და გართობა მიწვეულ გოგონებთან ერთად დრანდის ციხის ერთ-ერთ კამერაში გაიმართა, შემდეგ კი ვიდეო youtube-ზე მოხვდა

პატიმრების ცეკვის ამსახველი ეს ვიდეო გოგონებთან, რომლებიც გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდნენ საკანში, ანონიმმა ატვირთა სოციალური ქსელის ერთდროულად რამდენიმე ჯგუფში და აფხაზეთის კვირის სკანდალად იქცა.

აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორის უფროსი, რეჟიმისა და ობიექტის დაცვის უფროსი მაშინვე ჩამოაშორეს სამსახურს. დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა, რომელიც მათ სამომავლო ბედს განსაზღვრავს.

რამ დააფრთხო რუსი ტურისტები აფხაზური კურორტების მიმართ 

სტალინის ლეგენდარული აგარაკი აფხაზეთში

როგორ გახდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი პოპულარული აფხაზეთში

სოციალურ ქსელში ციხის სკანდალსა და შსს-ს რეაქციას სარკასტული რეაქცია მოჰყვა. რამდენიმე სახასიათო კომენტარი:

„დრანდის სანატორიუმი დროებით დახურულია!“

„შეიძლება იფიქრო, რომ ამ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოთი პირველად გაიგეს შსს-ში ციხეში არსებული ვითარების შესახებ. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ის დაზარალდება, ვინც ინტერნეტში ეს ვიდეორგოლი ატვირთა“.

„რამდენი უფროსია ციხეში? მე მგონი, არცერთი თავისით არ წასულა. ასეთი რა თანამდებობაა, პრეზიდენტისაზე არანაკლები?“.

„მეტად შემოსავლიანი თანამდებობაა. ყველა სიამოვნებით მიდიოდა. დარწმუნებული ვარ, სავარძლისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო“.

ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელიც აფხაზეთის ერთადერთ ციხეს უკავშირდება. ის დრანდის დასახლებაში მდებარეობს.

იქ უკვე რამდენჯერმე მოხდა მსჯავრდებულების ჯგუფური გაქცევა და ასევე, რამდენიმე ბუნტი. აი, კადრები, რომლებიც ერთ-ერთი ასეთი ბუნტისას გადაიღეს:

სპეციალისტები უკვე დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ დრანდის ციხეში მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები არანაირ სტანდარტში არ ჯდება, მათ შორის, სანიტარულ-ეპიდემიურში.

უფულობის გამო ახალი ციხის მშენებლობის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო. მაგრამ 2019 წელს, რუსული სახსრებით საინვესტიციო პროექტი იწყება. დრანდაში ახალი თანამედროვე ციხე აშენდება.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ