ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა: არალეგიტიმურად გამოცხადდეს საპრეზიდენტო არჩევნები " />

აფხაზეთში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა: არალეგიტიმურად გამოცხადდეს საპრეზიდენტო არჩევნები

9 იანვარს, ოპოზიციის ათასამდე მხარდამჭერმა ალყა შემოარტყა აფხაზეთის პრეზიდენტის სასახლეს, კარი შეამტვრია და შიგნით შეიჭრა.

Posted by Низфа Аршба on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2020

მოხდა რამდენიმე ლოკალური შეტაკება. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სასახლეში არ იმყოფება.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა – არალეგიტიმურად გამოცხადდეს 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, როდესაც პოსტზე ხელახლა აირჩიეს რაულ ხაჯიმბა.

ოპოზიციის მთავარი არგუმენტი – ხაჯიმბამ მეორე ტურში მოწინააღმდეგეზე მეტი ხმა დააგროვა, მაგრამ მხოლოდ 47 პროცენტი, იმ დროს, როდესაც კანონის მიხედვით, გამარჯვებისთვის საჭიროა 50%-ს +1 ხმა.

• რატომ არის აფხაზეთში ოპოზიცია დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი არალეგიტიმურია და საჭიროა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა?

ინტერვიუ აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერ, ასლან ბჟანიასთან – ის ხელისუფლებისთვის სასტიკი წინააღმდეგობის გაწევას გვპირდება

• მოწამვლა, ჩაცხრილვა, პალმები და არჩევნები – 2019 წელს აფხაზეთში განვითარებული მთავარი მოვლენების შესახებ

ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 9 იანვარს, უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციას უნდა მიეღო. სწორედ ეს სხდომა გახდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მთავარი მიზეზი.

თუმცა, სხდომა მას შემდეგ გაუქმდა, რაც სასამართლომ ოპოზიციის პროტესტის გამო ერთი მოსამართლის კანდიდატურა გაიწვია – რომან კვარჩიასი. ოპოზიციამ ის დაინტერესებულ პირად მიიჩნია, რამდენადაც მისი კანდიდატურა, სხვა მოსამართლეებთან ერთად, პრეზიდენტის მიერ იყო წარდგენილი.

ახლა, ორი თვის განმავლობაში, საკასაციო ინსტანციის ახალი შემადგენლობის ფორმირება უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, ახლიდან განიხილავენ ოპოზიციის სარჩელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ოპოზიციურმა პარტია „აიტაირამ“ (ლიდერი – გავლენიანი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ექს-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი) პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას სიტუაციის განსამუხტავად თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ