არტისტებისა და მხატვრების საყვარელი "ზღვაზე მოლივლივე" ადგილი დიდხანს ვერ დაიბრუნებს ძველ იერ-სახეს" />

სოხუმში ცნობილი რესტორანი „ამრა“ დაიკეტა

არტისტებისა და მხატვრების საყვარელი "ზღვაზე მოლივლივე" ადგილი დიდხანს ვერ დაიბრუნებს ძველ იერ-სახეს

აფხაზეთის საკულტო რესტორანი „ამრა“, რომელსაც ხშირად „ზღვაზე მოლივლივეს“ უწოდებენ, დაიკეტა, რადგან რესტორნისკენ მიმავალი ნავმისადგომის ნაწილი მოულოდნელად ჩამოინგრა.

სიძველისგან მორყეულ ნავმისდგომს უკვე დიდი ხანია ცალკეული ნაწილები ცვივა. ბოლოს ეს აპრილის დასაწყისში მოხდა. როგორც რესტორნის მოიჯარე ზურაბ ჯგერენეია ჰყვება, მაშინ დიდი ნაპრალი გაჩნდა, რომელსაც ხის დაფებით დაფარეს, რომ ადამიანები შიგნით არ ჩავარდნილიყვნენ. თუმცა, დღეს უკვე დანგრევის რეალური საფრთხე დადგა, ამიტომ მან რესტორნის მთლიანად დაკეტვა გადაწყვიტა.

არავინ იცის, რესტორანი როდის გაიხსნება. ნავმისდგომი უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაშია და მის კაპიტალურ რემონტს რამდენიმე მილიონი დოლარი სჭირდება. მოიჯარეს კი ამის საშუალება არ აქვს.

ორსართულიანი რესტორნის გარდა, ამავე ნავმისადგომზე ს იახტ-კლუბიც მოქმედებდა და საბავშვო საიალქნო სპორტული სექციაც. ახლა ყველაფერი დაკეტილია.

რესტორანი „ამრა“ 1960 წელს აფხაზეთის კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივნის მიხაილ ბგაჟბას ინიციატივით აშენდა. დროთა განმავლობაში ის აფხაზეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

„ამრას“ ზედა სართულზე, კაფეში, თავს იყრიდა ხოლმე სოხუმის შემოქმედებითი ბოჰემა. მისი მუდმივი სტუმრები იყვნენ გამოჩენილი მხტვრები, მწერლები, მათ შორის ცნობილი მწრალი ფაზილ ისკანდერიც, რომლის ნაწარმოებებში „ამრა“ საკმაოდ ხშირად ფიგურირებს.  

ტერმინოლოგია, რომელიც გამოყენებულია სტატიაში, ყოველთვის არ გამოხატავს რედაქციის პოზიციას

ასევე წაიკითხეთ