უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ასეთი ტანსაცმელი - პროვოკაციაა და ტურისტმა „დამსახურებულად მიიღო“ " />

აფხაზეთში განიხილავენ – სწორად სცემეს თუ არა რუს ტურისტს იმის გამო, რომ ქვედაბოლო ეცვა?

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ასეთი ტანსაცმელი - პროვოკაციაა და ტურისტმა „დამსახურებულად მიიღო“

აფხაზეთში, სოციალურ ქსელებში, აქტიურად განიხილავენ ვიდეოს, რომელშიც რუსი ტურისტის ცემაა ასახული. მას იმის გამო დაარტყეს, რომ კუბოკრული ქვედაბოლო ეცვა, რომელიც შოტლანდიელი მამაკაცების ეროვნულ სამოსს – კილტს ჰგავდა.

ტურისტი იმ ექსკურსიის ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ცნობილ რიწის ტბისკენ მიემართებოდა. გზად, ავტობუსი იუფშარას კანიონთან გაჩერდა, რათა დამსვენებლებს ეს ადგილი დაეთვალიერებინათ და სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. ტურისტის ქვედაბოლო რომელიღაც ადგილობრივს არ მოეწონა და მამაკაცს შენიშვნა მისცა, ეს უკანასკნელი აღშფოთდა და შედეგად ჩხუბი დაიწყო.

• დანგრეული და დაბინძურებული ქუჩების გამო, აფხაზეთის საკურორტო სეზონი საფრთხის წინაშე დადგა

სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა უფრო არაადეკვატურია: ტურისტის ჩაცმულობა – ან ადგილობრივი მცხოვრებლების რეაქცია.

როგორც წესი, დისკუსიისას საზოგადოება დამსვენებლების მხარეს იჭერს ხოლმე. მაგრამ ახლა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ასეთი ტანსაცმელი – პროვოკაციაა და ტურისტმა „დამსახურებულად მიიღო“. ბევრი ადამიანი ავრცელებს ვიდეოს, სადაც იგივე მამაკაცი შიშველი დადის რუსეთის ქალაქ სოჭში.

• აფხაზეთში უცხოელებს ექსკურსიების ჩატარება აუკრძალეს

სახასიათო კომენტარები:

„ადამიანმა ჩაიცვა კილტი, ეს მისი საქმეა. რატომ უნდა დაესხა თავს ადამიანს, მისი უცნაურობის გამო. ეს მამაკაცური ღირებულებების დამცველები პირველად არ ეპყრობიან დამსვენებლებს ისე, როგორც პირუტყვებს“.

„თუკი რუსეთში ჩერქეზულ ჩოხაში გამოწყობილი წავალ – მეც თავს უნდა დამესხან? ესეც ხომ ეროვნული ტანსაცმელია“.

„შოტლანდიელები იცვამენ ხოლმე კილტს განსაკუთრებული შემთხვევებისას და თანაც სრულ კომპლექტს, არა უბრალოდ ქვედაბოლოს“.

„მან თვითონ დაიწყო სკანდალი, ამასთან, ნასვამი იყო“.

„ის პროვოკატორია და თავისი უტიფარი ქცევის შესაბამისად მიიღო. მაშინვე პოლიციაში უნდა დაერეკათ“.

ტურიზმი აფხაზეთში ტრადიციულად პირველ ადგილს იკავებს ადგილობრივების შემოსავალში, განსაკუთრებით ზაფხულში და 20 ათასამდე ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს. 2018 წელს აფხაზეთში 2 მილიონი ტურისტი ჩავიდა, მათგან ნახევარზე მეტი – ერთდღიანი ექსკურსიით. ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტურიზმის მინისტრმა, ავთანდილ გარცკიამ განაცხადა, რომ ამ სფეროში აფხაზეთის მთავარ ამოცანად მიაჩნია „დამსვენებლებისადმი დამოკიდებულების შეცვლის“ აუცილებლობა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

 


ასევე წაიკითხეთ