მიზეზი - არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მაღალი მაჩვენებელი" />

აფხაზეთში არასრულწლოვანთა მიმართ “კომენდანტის საათის” შემოღებას აპირებენ

მიზეზი - არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მაღალი მაჩვენებელი

ფოტო: აგნეშკა  ზიელონკა, JAMnews

“ღამის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოზარდების ყოფნის შეზღუდვა” – ასეთია ახალი ინიციატივის არსი, რომლითაც აფხაზეთის გენერალური პროკურატურა გამოვიდა.

ინიციატივა უკვე გაფორმდა კანონპროექტის სახით, რომელიც პარლამენტს გადაეცა.

კანონპროექტის ავტორების შეთავაზებით, საკანონმდებლო დონეზე უნდა დადგინდეს შემდეგი ახალი წესები:

  • იმ პერიოდში, როდესაც დღე გრძელია – 1 აპრილიდან 30 ოქტომბრამდე – ბავშვები და მოზარდები არ შეიძლება 23.00-ზე გვიან ქუჩაში იმყოფებოდნენ;   
  • წელიწადის დანარჩენ დროს – 22.00.სთ-ის შემდეგ.

„თუკი დადგენილი დროის შემდეგ მოზარდს ქუჩაში ან გასართობ დაწესებულებაში აღმოაჩენენ – მას შინაგან საქმეთა სამმართველოში მიიყვანენ და გაესაუბრებიან. ასევე გამოიძახენებ და დააჯარიმებენ მათ მშობლებს“, – ამბობს სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს არასრულწლოვანთა საქმეების განყოფილების ხელმძღვანელი ალინა ხუდიაკოვა.

დაჯარიმდება ასევე ის კაფე, ბარი, რესტორანი ან სხვა დაწესებულება, სადაც მოზარდი დადგენილი დროის შემდეგ აღმოჩნდება.

ოფიციალური სტატისტიკა ამბობს, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების 80 პროცენტი ღამის საათებში ხდება – ყველაზე ხშირად ეს არის ქურდობა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ