ამკრძალავი ზომები სამ თვეზე მეტი ხნის წინათ, თბილისში პროტესტის დაწყების შემდეგ შემოიღეს" />

აფხაზეთმა ენგურის საკონტროლო-გამშვები პუნქტი განბლოკა

ამკრძალავი ზომები სამ თვეზე მეტი ხნის წინათ, თბილისში პროტესტის დაწყების შემდეგ შემოიღეს

სამეგრელოსკენ მიმავალ ენგურის ხიდზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი ისევ გახსნილია, – წერს საკუთარ ვებ-გვერდზე აფხაზეთის უშიშროების სამსახური.  

ადამიანების გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 27 ივნისს დაწედა. ამის მიზეზად  თბილისსა და საქართველოს დასავლეთ ნაწილში გამართული ანტისამთავრობო აქციები იქცა.

• რას ნიშნავს ენგურის ხიდი აფხაზეთის ქართული თემისთვის

• აფხაზეთში ქართველები გვარებს, და ამავდროულად ეროვნებასაც იცვლიან 

• გამყოფი ზოლი: ასწლეულის მეოთხედი ომის შემდეგ

მაშინ გამოცემული ბრძანების თანახმად, საკონტროლო -გამშვებ პუნქტ „ენგურზე“ – ერთადერთ ლეგალურ გადასასვლელ პუნქტზე – უცხოელი მოქალაქეების, ასევე საქართველოში აფხაზი მოქალაქეების შესვლა აკრძალული იყო. 

მთელი ამ დროის განმავლობაში გადაადგილების ნებართვა მხოლოდ მძიმედ ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციის, ასევე ნათესავების დასაფლავებაზე დასწრების საჭიროების შემთხვევაში გაიცემოდა.

გარდა ამისა, შეზღუდვები არ შეეხოთ ენგურჰესის – კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექროსადგურის თანამშრომლებს, რომელთა ერთი ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება, მეორე კი – საქართველოს ტერიტორიაზე.

ენგურის ხიდი. ფოტო: პატრიკ სალატი, JAMnews

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ