კომპრომისი - აფხზეთის ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირების შედეგი" />

აფხაზეთი: რევოლუცია ჩაიშალა

კომპრომისი - აფხზეთის ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირების შედეგი

აფხაზეთში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მრავალსაათიანი დაპირისპირება კომპრომისით დასრულდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზეს პირველი ვიცე-პრემიერის, გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი კანდიდატის და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ოთხი წევრის თანამდებობები. 

თუმცა, კრიზისის ასეთი მშვიდობიანი დასასრული ბოლო წუთამდე არ იყო გარანტირებული.

ახალი წლის შესახვედრად

ჯერ კიდევ 30 ნოემბერს აფხზეთის ოპოზიციურ ძალთა ბლოკის წარმომადგენლებმა განაცხადეს ახალ წლამდე 16 დღით ადრე სახალხო შეკრების ჩატარების გადაწყვეტილებაზე. წინასწარ განაცხადეს ისევ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნის შესახებაც.   

2 დეკემბერს მთავარი მშვიდობისმყოფელის როლი ქვეყნის პარლამენტმა ითავა.

13 დეკემბერს საზოგადოებას თავისი არსებობა შეახსენა აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა. მან გაავრცელა განცხადება, რომელიც იუწყებოდა, რომ “15 დეკემბერს ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი მომხრეები აპირებენ ძალისმიერი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ფიზიკურად განადგურებას”.

ამის საპასუხოდ ოპოზიციურ ძალათა ბლოკმა და პარტია “ამცახარას” პოლიტსაბჭომ მომხრეებს მოუწოდა, “დაუყოვნებლივ მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვისაც პრეზიდენტის მკვლელობა ჰქონდა ჩაფიქრებული”. შებამისი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ოპოზიციის ხელმძღვანელობა გარანტიას იძლეოდა, რომ პირადად გადასცემდა ბოროტგანმზრახველებს სამართალდამცავ ორგანოებს.

დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის ზურაბ მარღანიას მოხსენება პარლამენტის ერთდროულად ორი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მოისმინეს – სამართლებრივი პოლიტიკის, სახელმწიფო აღმშენებლობისა და ადამიანის უფლებების, და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის კომიტეტების.

სხდომის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარემ დააყენა საკითხი პროცესის გახსნილობის თაობაზე. ერთხმად გადაწყდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამადსტურებელი მასალები მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლების თანდასწრებით მოესმინათ.(ჩანაწერებში უცენზურო ლექსიკის სიუხვეა).   

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე სამსჯელოდ მოიწვიეს პოლიტიკური პარტია “აფსნის”, “აინარის”, “აფხაზეთის სახალხო ფრონტის”, რეგიონული საზოგადებრივი ორგანიზაცია “კიარაზაა”-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და აფხაზეთის პროკურატურის წარმომადგენლები.    

სხდომის გახსნის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ზურაბ მარღანიამ აღნიშნა: “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად მივიღეთ ინფორმაცია მოსალოდნელი უკანონო ქმედებებისა და აფხზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებული მუქარების შესახებ”. მან ისიც აღნიშნა, რომ ამ მოქმედებების ჩასატარებლად გაიცა  სასამართლოს სგანგებო სანქცია. 

ამის შედეგ მოისმინეს პოლიტიკური პარტია “ამცახარას” პოლიტსაბჭოს წევრის რამაზ ჯოპუას  სატელეფონო საუბრების ორი ფარული  ჩანაწერი.ზურაბ მარღანიას ინფორმაციით, სასამართლოს სანქციით, სწორედ ის იყო კონტროლზე აყვანილი.

კერძოდ, გაისმა შემდეგი ციტატები:”ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. პრეზიდენტმა ის უნდა მიიღის, რასაც იმსახურებს,  დევნილობაში მოუწევს ყოფნა. აბა, თქვენ იცით!”, “იანუკოვიჩზე უარესი დღე დაადგება. ყველაფერს გადავწვავთ! მათ სისხლს დავღვრით”, “მესამე სართულიდან ვერ ჩამოაღწევს, იქვე ამოვბუგავთ. ქვემოთ გვამს ჩამოვიტანთ”, “გალში ჩვენი მომხრე… მომხრე კია არა, ვინც ჩვენ მხარესაა და მზდ არის საბრძოლველად, 350 კაცია, სოხუმში – 70. აალებადი ნივთიერებები მზადაა!” 

პროვოკაცია, ბლეფი, ალკოჰოლი?

ყველა მასალა პარლამენტის სხდომაზევე გადეცა გენერალურ პროკურორს. ნური ტანიამ აღნიშნა: “ეს მასალები დაუყოვნებლივ უნდა გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ. ეს ყველა ჩვენგანს ეხება”. 

წარმოდგენილ მასალებზე მსჯელობისას დეპუტატმა სერგეი შამბამ ყველას მოუწოდა, რთული მოვლენებისთვის ყოფილიყვნენ მზად, თუმცა არც იმის შესაძლებლობა გამოერიცხათ, რომ მოცემული სატელეფონო საუბრები – პროვოკაცია და უბრალო ბლეფი აღმოჩენილიყო.

 თავის გამოსვლაში დეპუტატმა ლეონიდ ჩამაღუამ ყველას შეახსენა პარლამენტის შენობის კედლებში ჩაკარგული რეფორმატორული კანონპროექტები. მათ შორის – საზოგადებრივი ტელევიზიის, შერეული პარტიული სისტემის და სხვა. 

 განხილვის დროს სახალხო რჩეულები სხვადასხვა წინადადებით გამოდიოდნენ ვითარების დასტაბილების, ასევე – ოპოზიციასთანაც და ხელისუფლებასთანაც მომავალი თანამშრომლობის თაობაზე. გარკვეული ზომების მიღება გადაწყვიტეს უშუალოდ სხდომის დასრულებისთანავე – მორიგი მოლაპარაკებების გამართვა.   

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მასალების შესახებ მოსაზრება “ამცახარას” პოლიტსაბჭომ სახალხო კრებასთან შეხვედრის შემდეგ სწრაფადვე გაავრცელა. პარტიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან  მოითხოვა “შეეწყვიტათ პოლიტიკური მანიპულაციების რ. ჯოპუასა და ა. მიკვაბიას შორის გაამთულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ხოლო საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ამ საუბრის სრული, დაუმონტაჟებელი ვერსია გამოექვეყნებინათ”.

მიტინგები მეზობლად

უკვე შუაღამისკენ, შეკრების დანიშნულ დღეს პარლამენტმა ბრიფინგი გამართა. სპიკერმა ვალერი ბგანბამ თქვა, რომ მოლაპარაკებების მომდენო ეტაპი შედგა, თუმცა “ვერ ვიტყვით, რომ წარმატებას მივაღწიეთ”. სახალხო ჯრების სპიკერმა ხაგასმით აღნიშნა, რომ შეკრების აღკვეთა ვერ შეძლეს, თუმცა იმის ახსნის მორიგი მცდელობა კი იყო, რომ “პოლიტიკურ სცენაზე ფიგურების გადანაცვლება კრიზისს ვერ უშველის”.

 თავის მხრივ, დეპუტატმა ახრა ბჟნიამ განმარტა: “პარლამენტი მომავალშიც იმუშავებს, პროცესი გრძელდება. მივედით შეთანხმებამდე, რომ შევძლებთ შევადგინოთ ერთობლივი კომუნიკე, რომელსაც ხელს მოაწერენ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. დოკუმენტში დადასტურებული იქნება, რომ ყველამ უნდა დაიცვას სამართლებრივი ნორმები”.

15 დეკემბერს პარლამენტმა  განაცხადა გაგების მემორანდუმის ან შეთანხმების ოქმის ხელმოწერის შესახებ.

ქვეყნის სახალხო კრებაზე იმ ღამით მიღებული დოკუმენტი, რომელზე ხელის მოწერა  ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადებრივ ორგანიზაციას შესთავაზეს, შეიცავს მოწოდებას, რომ დაცული იყოს დემოკრატიის  პრინციპები, ხოლო პოლიტიკური ცხოვრება კონსტიტუციურ ჩარჩოებში განვითარდეს. 

მემორანდუმის ქვეშ საერთო ჯამში 12 ხელმოწრა დაისვა – ქვეყნის მეთურის, პარლამენტის სპიკერის, საზოგადოებრივი პალატის მდივნის, რიგი პოლიტიკური პარტიების თვმჯდომარეების, და ოპოზიციურ ძალთა ბლოკის თანადავმჯდომარის ასლან ბჟანიასი. 

 ამასობაში დრამატურგიული თეტრის მოედანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინა მოედანი დილიდანვე მორიგი მიტინგების გასამართად მზადდებოდა.

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მიტინგის გამართვის ინიციატორი იყო  ვეტერანთა საზოგადებრივი ორგანიზაცია “არუაა”, დრამატული თეატრის წინ კი ადამიანებს ოპოზიციურ ძალთა ბლოკის წარმომადგენლები იწვევდნენ. გამოსვლების დაწყებამდე ორივე ორგანიზაციამ დაადასტურა შეკრების უკიდურესად მშვიდობიანი მიზანი, და თუ “არუა” სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციური წყობის” მხარდაჭერას აცხდებდა, “ამცახარა”  ამბობდა, რომ სურდა “15 დეკემბერი აფხზეთში განხეთქილების უკანასკნელ დღედ ექცია”.

ორივე მოედანზე რიგრიგობით გამოდიოდნენ ხან ორგანიზატორები, ხანაც რიგითი მოქალაქეები. დრამატურგიული თეტრის წინ ოპზიციის მრავალთვიანი შრომის ლოგიკურად დასრულების, უფრო სწორად კი ამ შრომის საბოლოო შედეგის მისაღწევად ისევ პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ.  

ოპოზიციურ ძალთა ბლოკის მიტინგზე მიღებული რეზოლუციით მიტინგის დელეგატები პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ. ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის შედეგად, პროტესტის დღეს ქვეყნის მეთაური თავად გამოვიდა სიტყვით.

“ისინი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მოვიდნენ. მინდა, რომ ყველას ესმოდეს: პრეზიდენტის გადადგომა ვერ მოხდება! ჩვენ დიალოგს გავაგრძელებთ, სასაუბროდ მზად ვართ. მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხდეს, რომ არ არიან უფლებამოსილები რაიმე სხვა საკითხზე ისაუბრონ, გარდა პრეზიდენტის გადადგომისა”, – თქვა რაულ ხაჯიმბამ.

ამასობაში სოხუმური დეკემბრისთვის უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ ოპოზიციური მიტინგის მონაწილეებს კოცონების დანთება აიძულა. იმ მომენტისთვის უკვე ექვს საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეთა დაპირისპირება.  ეს ორივე ღონისძიება ერთმანეთისგან 50 მეტრის დაშორებით ტარდებოდა. ერთ მიტინგზე ნათქვამი მეორეზე ისმოდა. 

მოლაპარაკებათა პროცესს, შუამავლის სახით, შეუერთდა თავდაცვის მინისტრი მირაბ კიშმარია. 

ამავდროულად, რაულ ხაჯიმბა გამოვიდა მოწოდებით, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ: “დრო მოგვეცით, იმედი გვაქვს, რომ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მივალთ. თუ არადა, ქვეყანა დაკარგული გვაქვს”.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ოპოზიციონერები თავიანთი მომხრეებისკენ გაემართნენ. ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ქვეყნის მეთაურმა ოპზიციის წარმომადგენლებს შესთვაზა პირველი ვიცე-პრემიერის, გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი კანდიდატის, და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ოთხი წევრის თანამდებობები.

ღამის სამი საათისთვის, კომრპომისის მიღწევისა და ხელისუფლების წინადადებაზე დათანხმების შედეგ დრამტული თეატრის წინ შეკრებილმა ადამიანებმა დაშლა დაიწყეს.

ფოტო: ანაიდ გოგორიანი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.


ასევე წაიკითხეთ