აფხაზეთში საზოგადოება გაიყო: ერთი მხარე რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევას მიესალმება, მეორე კი მის მიერ თანამდებობის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს" />

აფხაზეთი: ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია – და ოპოზიციის პროტესტი

აფხაზეთში საზოგადოება გაიყო: ერთი მხარე რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევას მიესალმება, მეორე კი მის მიერ თანამდებობის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს

აფხაზეთში, 9 ოქტომბერს, ერთდროულად ორი ხმაურიანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა: რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია და ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ გაფართოებული ყრილობა.

ოპოზიციის ყრილობაზე მთავარი მესიჯი იყო: ხაჯიმბას მიერ თანამდებობის დაკავება – კანონის დარღვევაა.

სოხუმი: ასლან ბჟანია ხელისუფლებისთვის სასტიკი წინააღმდეგობის გაწევას გვპირდება?

მოსაზრება: იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აფხაზეთს საკუთარი ვალუტა ექნება – შეძლებს თუ არა ხელისუფლება მის მართვას?

ხელისუფლებამ და დაპატიჟებულმა სტუმრებმა (700-ზე მეტმა ადამიანმა) მინისტრთა კაბინეტის დიდ დარბაზში შეკრება ცერემონიალის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაიწყეს. კანონის თანახმად, აფხაზეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია ითვალისწინებს ფიცის დადებას აფხაზურ ენაზე და, ასევე, საპრეზიდენტო ატრიბუტიკის გადაცემას სახელმწიფო მეთაურისთვის. ეს არის შტანდარტი, ბეჭედი, ხმალი და აფხაზური კვერთხი.

პრეზიდენტმა კონსტიტუციაზე ფიცი უნდა დადოს პარლამენტის დეპუტატებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების თანდასწრებით.

აფხაზეთის პარლამენტში 35 ადამიანია, თუმცა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მხოლოდ 21 დეპუტატი მივიდა. წინა დღეს, 8 ოპოზიციონერი დეპუტატისგან შემდგარმა ჯგუფმა განაცხადა, რომ პროტესტისა და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების ნიშნად არ მივიდოდნენ ღონისძიებაზე.

პროტესტის მონაწილეების ჯგუფს არ შეუერთდა გავლენიანი პოლიტიკოსი, ექსპრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, რომელსაც ოპოზიციის გამოუცხადებელ ლიდერად მიიჩნევენ. თუმცა, ის არც ინაუგურაციაზე მისულა.

მინისტრთა კაბინეტის დარბაზში იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები – ალმას ჯოპუა, ასტამურ კაკალია, ლეონიდ ძიაპშიპა და ოლეგ არშბა. ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასვლა.

ოპოზიციის შეკრება პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და პარტია „ამცახარის“ ლიდერმა, ალხას კვიცინიამ გახსნა, რომელიც 8 სექტემბერს გამართულ მეორე ტურში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

„ახლა, ამ ადგილიდან არც ისე შორს, ე.წ. საარჩევნო კამპანიაში გამარჯვებას აღნიშნავენ. იქ მიმდინარე მოვლენებისთვის ინაუგურაციის წოდების საშუალებას არ გვაძლევს არც ჩვენი სახელმწიფოს კანონი, არც სამართლიანობის კანონი, რომელიც უხეშად დაირღვა მოქმედი ადმინისტრაციის მიერ – როგორც მისი საქმიანობის უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ისე განვლილი არჩევნების პერიოდში“, – განაცხადა მან.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატი რაულ ლოლუა, პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერი სერგეი შამბა და პოლიტიკური ჯგუფის, „ქალები პოლიტიკაში“ თავმჯდომარე ირინა აგრბა.

როგორი იქნება ოპოზიციის მომავალი ნაბიჯები, ამის შესახებ ყრილობაზე არ განუცხადებიათ.

_______________________________________

8 სექტემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ დააგროვა 39 793 ხმა (47,39%), ალხას კვიცინიამ კი 38 766 ხმა (46,17%).

კიდევ 3155-მა ამომრჩეველმა ხმა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა.

20 სექტებერს, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა ალხას კვიცინიას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უკანონოდ გამოეცხადებინა აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

7 ოქტომბერს, უზენაეს სასამართლოში შევიდა ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი თხოვნით, გაეუქმებინათ უზენაესი სასამართლოს 20 სექტემბრის გადაწყვეტილება. საკასაციო სარჩელი უნდა განიხილონ შესაბამის ინსტანციაში მისი შესვლიდან ორი თვის განმავლობაში.

პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ