რკინიგზა აქ დანგრეულია, მაგრამ შენობას არქიტექტურული ფასეულობა აქვს. ამიტომ, რკინიგზის სადგური არტ-სივრცედ გადაიქცევა" />

აფხაზეთის ქალაქ გუდაუთას მაცხოვრებლები თავიანთ ისტორიულ სადგურს თავადვე გაარემონტებენ

რკინიგზა აქ დანგრეულია, მაგრამ შენობას არქიტექტურული ფასეულობა აქვს. ამიტომ, რკინიგზის სადგური არტ-სივრცედ გადაიქცევა

ქალაქ გუდაუთას მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ  ნებაყოფლობით შეგროვილი შემოწირულობებით აქაური სარკინიგზო სადგური დამოუკიდებლად აღადგინონ.

ამჟამად გუდაუთას მაცხოვრებლები, რომლებიც თავიანთ სადგურს რესპუბლიკის კუთვნილებად მიიჩნევენ, აქტიურად აგროვებენ ფულს შენობის კაპიტალური რემონტისთვის – თანხას ყველა ოჯახი გაიღებს.

თავდაპირველად ისინი აპირებენ, რომ სახურავი გამოცვალონ, რომელიც, მათი გათვლებით, ორი მილიონი რუბლი დაჯდება [დაახლოებით $ 32 ათასი], რათა ამით შენობის ნგრევა მაინც შეაჩერონ.

გუდაუთის სარკინიგზო სადგური სამრეწველო ექსპლუატაციაში მეორე მსოფლიო ომის წლებში ჩააბარეს. სადგურის შენობა „სტალინური ამპირის“ სტილშია შესრულებული.  

თავად სადგური აფხაზეთის რკინიგზის სამმართველოს ეკუთვნის, თუმცა სამმართველოს ამ ობიექტის აღსადგენად სახსრები არ გააჩნია და, როგორც ჩანს, საამისო თანხა არც უახლოეს პერსპექტივაში გაუჩნდება.

1992-93 წლების აფხაზეთის ომის დროიდან აფხაზეთის სარკინიგზო ხაზი, რომელიც სატრანზიტო აღარ იყო, ჩიხად გადაიქცა. რუსეთიდან მომავალი მატარებლები მხოლოდ სოხუმამდე ჩადიან.

•  ტრანსკავკასიური სარკინიგზო ხაზი  — ოდესღაც სუპერ-წარმატებული პროექტი, ამჟამად მწვავედ საკამათო მითია. რა არის ეს  და როგორია ძირითადი არგუმენტები?

ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანმა შემცირებამ სარკინიგზო ხაზისა და მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურის მდგომარეობა დააზარალა. ამ მიზეზით, აფხაზეთის პრაქტიკულად ყველა სარკინიგზო ხაზი ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია. მათ აღსადგენად ფული არ არსებობს.

გუდაუთელებმა სადგურის შენობის რემონტის დაწყების წინადადებით რამდეჯერმე მიმართეს გუდაუთის ადმინისტრაციას, თუმცა იქ უპასუხეს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება არ შეეძლოთ, რადგან საკუთრივ სადგური, ქალაქს კი არა, რკინიგზის სამმართველოს ეკუთვნის.

სხვათა შორის, 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შენობის ფასადი შეიღება.

თავისი უშუალო დანიშნულების მიხედვით, სადგური წამგებიანია და ამაზე არავინ დავობს. თუმცა, პერსპექტივა მაინც არსებობს.

გუდაუთელების ახლანდელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შენობა არტ-სივრცედ იქცეს ან იჯარით გადაეცეს ბიზნესმენებს. ამ შემთხვევაში, მეწარმეები თავად მოუვლიან და არჩენენ სადგურის შენობას.

ამ ინიციატივას კულტურის სამინისტროსა და გუდაუთის ადმინისტრაციაშიც  ეთანხმებიან (გუდაუთის სადგური კულტურული ძეგლების სიაში შედის).

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ  JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ