ასლან ბჟანია არჩევნებზე თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა, ახლა ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული არჩევნების შემოდგომისთვის გადადებას ითხოვს " />

აფხაზეთის პარლამენტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს. არჩევნები შეიძლება ჩაიშალოს

ასლან ბჟანია არჩევნებზე თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა, ახლა ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული არჩევნების შემოდგომისთვის გადადებას ითხოვს

აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, მოწამლული აღმოჩნდა. ამას ერთმნიშვნელოვნად მოწმობს ექსპერტიზის პასუხები, რომლებიც პარლამენტის სხდომაზე 16 მაისს წარადგინეს.

ინფორმაციამ საზოგადოების მწვავე რეაქცია და, ასევე, პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი ფიგურების ხმამაღალი განცხადებები გამოიწვია.

ამასთან, ოპოზიციამ 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადადება მოითხოვა.

ასლან ბჟანია 19 აპრილიდან მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის საავადმყოფოში იმყოფება. მას სუნთქვითი ფუნქციები აქვს დარღვეული და ლაპარაკი არ შეუძლია. მისი ჰოსპიტალიზაციიდან ორ დღეში, ავადმყოფობის იმავენაირი ნიშნებით იქვე მოათავსეს ოპოზიციონერის ორი პირადი მცველი, თუმცა, არა ისეთი მწვავე ფორმებით. დაცვის წევრები საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ მკურნალობას აგრძელებენ. თუმცაკი, არ კეთდება არანაირი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როდის დატოვებს საავადმყოფოს თავად ბჟანია.

 მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას ნათესავების მიერ მიუნხენის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზები, პოლიტიკოსის ორგანიზმში დიდი დოზით მეტალის არსებობაზე მეტყველებს. კერძოდ, ვერცხლისწყლისა და ალუმინის. ექიმების თქმით, ისინი იქ თავისით ვერ მოხვდებოდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანალიზები გაკეთდა სისხლის გაწმენდის ორი პროცედურის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ პირველადი მაჩვენებლები კრიტიკულთან იყო ახლოს.

უფრო ზუსტად, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ასლან ბჟანია მოწამლეს. ამასთანავე, მოსკოვის კლინიკა, რომელშიც ის 19 აპრილს სასწრაფოდ მოათავსეს, დაავადების მიზეზად ვირუსულ პნევმონიას ასახელებდა.

ახლა წყდება ბჟანიას ერთ-ერთ გერმანულ კლინიკაში ტრანსპორტირების საკითხი.

პრაქტიკულად, ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ასლან ბჟანიას მოწამვლის ერთადერთი მოტივი, შესაძლოა, ყოფილიყო განზრახვა, რომ არ მიეცათ 21 მაისს დასაწყებ საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის მიღების საშუალება, რომელშიც ის თავიდანვე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა.

ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების ჯგუფმა ღია წერილით მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ასლან ბჟანიასა და მისი ორი პირადი მცველის მოწამვლის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

განცხადებას, სხვებთან ერთად, ხელი მოაწერა პარლამენტის ექსსპიკერმა სოკრატ ჯინჯოლიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ასტამურ ტანიამ, აფხაზეთის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ ლოგუამ, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ლიანა ქვარჩელიამ, არდა ინალ-იპამ და სხვებმა.

„ასლან ბჟანია არის არა მხოლოდ აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი, არამედ, ის არის ოპოზიციის ლიდერი და მათი ოფიციალური კანდიდატი სახელმწიფო მეთაურის პოსტზე. ამიტომ, ვერსია იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსის არჩევნებიდან ჩამოშორებას კრიმინალური გზით ცდილობენ, სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები პარლამენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნასა და მასზე აფხაზეთის ყველა წამყვანი პოლიტიკური ძალისა და საზოგადოების წარმომადგენლების მოწვევის ინიციატივით მიმართავენ, რათა შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელონ.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ