აფხაზეთის ოპოზიციამ სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აფხაზეთის ეროვნულობის დასაცავად“ მკაფიოდ აცხადებს, რომ ამ მოძრაობასთან შეერთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

აფხაზეთში ახალი ოპოზიციური გაერთანება შეიქმნა.

გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დასაცავად“ ჰქვია და თავის მთავარ მიზანს დეკლარირებს დაეხმაროს აფხაზეთს კრიზისიდან გამოსვლაში.

პასუხი შეკითხვაზე, თუ ზუსტად როგორ უნდა გაკეთდეს ეს, მთლიანობაში ასე ჟღერს: პრეზიდენტი ვადაზე ადრე უნდა გადადგეს, ხოლო ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა, უნდა გაერთიანდეს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა მიხაილ ლოგუამ აცნობა. მისი პოლიტიკური წარსული აფხაზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს უკავშირდება, რომელიც 2014 წლის ზაფხულში, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.

მოხდა თუ არა პოლიტიკური გადატრიალება აფხაზეთში 2014 წელს?ვიდეო და ანალიტიკური მიმოხილვა

ლოგუა ანქვაბის პრეზიდენტობის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის 2013 წლის დეკემბერში ნებაყოფლობით გადადგა, ანუ ქუჩის პროტესტებისა და ანქვაბის წასვლამდე.

მთლიანობაში ორგანიზაციის საბჭოში 13 ადამიანი შევიდა. მათ შორის ახლანდელი პარლამენტის შვიდი დეპუტატი, ასევე საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები.  მათ შორის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და პოლიტიკური პარტია „ედინაია აბხაზიას“ თავმჯდომარე სერგეი შამბა, რომელიც 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ახლანდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გუნდის წევრი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოძრაობა აუცილებლად მიიჩნევს პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას, ლოგუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს არავითარ არასაკონსტიტუციო მოქმედებებს:

„პრეზიდენტი სწორედ ნებაყოფლობით უნდა გადადგეს, და სწორედ კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში. თუკი ვინმე რაიმე ვადებისა და სხვა ქმედებების შესახებ აცხადებს, ეს ადამიანები ჩვენი მოძრაობისგან შორს დგანან, ხშირად კი სახელისუფლებო სტრუქტურებიდან არიან“.

საკუთარი მოთხოვნების მიზეზებზე საუბრისას  მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ „გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება არამხოლოდ იმას არ აკეთებდა, რაც აუცილებელია – ხშირად ისეთ რაღაცებსაც აკეთებდა, რაც ჩვენს სახელმწიფოს საერთოდ არ სჭირდება.

„საზოგადოებაში არსებული განხეთქილება გაღრმავდა, და ის ახლა დანაწევრებულია. ჩვენი მიზანია – მისი გაერთიანება“, – თქვა ლოგუამ.

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები  2019 წლის შემოდგომაზეაიქცევიან  თუ არა ამ დროისთვის პოლიტიკური მტრები მოკავშირეებად?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აფხაზეთის ეროვნულობის დასაცავად“ მკაფიოდ აცხადებს, რომ ამ მოძრაობასთან შეერთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, და რომ მოძრაობის წევრები დიალოგისთვის მზად არიან.

„დარწმუნებულები ვართ, რომ პრეზიდენტის არჩევნები პატიოსანი და გამჭვირვალე უნდა იყოს. ადამიანმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, საკადრო პოლიტიკის  ძირითადი პრინციპები უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს, და თავის გუნდში ადამიანები პროფესიონალური და ადამიანური თვისებების მიხედვით აირჩიოს“, – განაცხადა მიხაილ ლოგუამ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

ასევე წაიკითხეთ