აფხაზეთში პარლამენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ელოდებიან" />

აფხაზური ოპოზიციის ლიდერის დაცვის წევრები, რომლებიც მოწამლეს, გამოჯანმრთელდნენ

აფხაზეთში პარლამენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ელოდებიან

აფხაზური ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას პირადი დაცვის წევრები, რომლებიც მასთან ერთად მოიწამლნენ და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე კვირა გაატარეს, შინ დაბრუნდნენ.

ყველაფერი 19 აპრილს მოხდა. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ასლან ბჟანია, მოულოდნელად იმდენად ცუდად გახდა, რომ თვითმფრინავით სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ის იქ რეანიმაციაში იმყოფება.

21 აპრილს კი იმავე სიმპტომებით, თუმცა, უფრო მსუბუქი ფორმებით, მოსკოვში, საავადმყოფოში მოხვდნენ ასლან ბჟანიას პირადი დაცვის წევრები, ლევან ბჟანია და კიაზო დარსალია.

ოპოზიციის ლიდერის მოწამვლა- რა ხდება აფხაზეთში?

მკურნალობის კურსის გავლის მიუხედავად, დაცვის ორივე თანამშრომელი თავს ბოლომდე კარგად ჯერ ისევ არ გრძნობს. ისინი ჯერ კიდევ გრძნობენ დაავადების კვალს. როგორც ლევან ბჟანიამ განაცხადა, მან 8 კილოგრამი დაიკლო და ამ დრომდე უჭირს ყლაპვა.

ასლან ბჟანიას ანალიზები მიუნხენის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მის ორგანიზმში ვერცხლისწყლისა და ალუმინის მომატებული ოდენობა იყო.

აფხაზეთის პარლამენტის ოფიციალური დასკვნის თანახმად: პოლიტიკოსი მოწამლეს.

20 მაისიდან, სოხუმში, ქუჩის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ათასი ადამიანის მონაწილეობით. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების უფრო გვიანდელი პერიოდისთვის გადადებას ითხოვდა, რათა მათ ლიდერსა და არჩევნების ფავორიტს მასში მონაწილეობა მიეღო.

22 მაისს, გაიმართა მოლაპარაკებები პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან, რომელიც ოპოზიციას დაჰპირდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავდა არჩევნების 25 აგვისტოსთვის გადადების თხოვნით.

ახლა ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ