ფაშინიანის ყველა ხმამაღალი განცხადება და საპროგრამო თეზისები, რაც მეშვიდე სრულიად სომხეთის თამაშების გახსნის ცერემონიაზე გაისმა " />

„არცახი – სომხეთია, და მორჩა!“- სომხეთის პრემიერ-მინისტრი

ფაშინიანის ყველა ხმამაღალი განცხადება და საპროგრამო თეზისები, რაც მეშვიდე სრულიად სომხეთის თამაშების გახსნის ცერემონიაზე გაისმა

„არცახი სომხეთია და მორჩა!“ – სომხეთის პრემიერმინისტრის ეს გამონათქვამი იქცა იმ ღონისძიების ლოზუნგად, რომელიც მთიან ყარაბაღში ჩატარდა. მას  როგორც სომხეთის მედია, ისე სოციალური ქსელ  Facebook-ის სომხური სეგმენტის მომხმარებლები ციტირებდნენ.

ნიკოლ ფაშინიანმა ჯერ კიდევ წინა კვირას საჯაროდ განაცხადა, რომ მეშვიდე პანსომხური თამაშების გახსნაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლას აპირებდა. ამგვარად მან ადამიანების ყურადღება წინასწარვე მიმართა სპორტული ღონისძიებისკენ, რომელიც მთაინ ყარაბაღში ექვს აგვისტოს დაიწყება, და საკუთარი გამოსვლა დააანონსა.

გიამბობთ, თუ რა თამაშებია ეს და რა პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდნენ აქ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი.

ხმამაღალი „სამხედრო“ განცხადებები სომხეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრისგან

მოკლედ პანსომხური თამაშების შესახებ

სრულიად სომხური თამაშები სომხეთის, მთიანი ყარაბაღის და მთელ მსოფლიოში გაბნეული მრავალმილიონიანი სომხური დიასპორის ერთიანობის სიმბოლოა.

წელს პანსომხური თამაშები ტარდება ლოზუნგით „ერთიანობა სპორტის მეშვეობით“. ამ თამაშებში მსოფლიოს 161 ქალაქიდან და 35 ქვეყნიდან  5300 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

თავიდან პანსომხური თამაშები ყველა მეორე წელს (199 წლიდან 2003 წლამდე) ტარდებოდა, მაგრამ რიგით III თამაშების შემდეგ გადაწყდა, რომ ციკლი ოლიმპიური გაეხადათ (4 წელიწადში ერთხელ).  თამაშები ექვსჯერ სომხეთში ჩატარდა, მაგრამ წელს ღონისძიება ყარაბაღში გადავიდა.

რაზე ილაპარაკა სომხეთის პრემიერმა

ფაშინიანმა თავისი გამოსვლა იმ ლოზუნგის სკანდირებით დაიწყო, რომელსაც ის 2018 წლის გაზაფხულზე „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს იყენებდა „გაერთიანება!“

მისი თქმით, დადგა დრო, რომ უარი ითქვას იმ გათიშულობაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ახასიათებდათ სომხებს.

„ეს დაცალკევება უნდა დასრულდეს. უარი უნდა ვთქვათ ცნებებზე „ყარაბაღელები“, „იჯევანელები“, „გიუმრიელები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერმა თქვა, რომ როდესაც გასული წლის „სახალხო რევოლუციაზე“ ლაპარაკობენ, ეს გაგებული უნდა იყოს როგორც „სრულიად სომხეთის რევოლუცია“. რადგან ის არამხოლოდ სომხეთში მოხდა, არამედ მთელ სომხებს შორის. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ რევოლუციის ფასეულობები – ეს სრულიად სომხური ფასეულობებია:

 „რევოლუცია უნდა გაგრძელდეს სომხეთში, არცახსა და მთელ სომხობაში“.

ფაშინიანმა ასევე  სრულიად სომხური იდეების განხორციელებისთვის, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის განვითარებისა და გაძლიერებისთვის ძალისხმევის კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.

ფაშინიანს ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვნ პირობად მიაჩნია დიასპორის პოტენციალის მოზიდვა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ რეპატრიაცია – მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია:

 „რეპატრიაცია სომხეთში მომხადარი რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ შედეგად უნდა იქცეს“.

რა ამოცანები უნდა გადაჭრას მთავრობამ

თავის გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა. და ამ განცხადებებმა სტეფანაკერტში მოედანზე მყოფი ადამიანები გულგრილი არ დატოვა.

პრემიერის თქმით, სომხეთის მთავრობა, უკვე დიდი ხანია, სომხეთის განვითარების მეგაამოცანებზე მუშაობს, „რომელბმაც ეროვნული პოტენციალის კონსოლიდირება და ეროვნული რესურსების ცენტრალიზება უნდა მოახდინოს“. იმ მიზნებს შორის, რომლებიც 2050 წლისთვის უნდა იქნას მიღწეული არის:

• სომხეთის მოსახლეობის მინიმუმ 5 მილიონ ადამიანამდე გაზრდა;

• 1, 5 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა;

• უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა 2,5 მილიონი ადამიანისთვის;

• სიღარიბის აღმოფხვრა.

ფაშინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთი სამრეწველო ქვეყანა უნდა გახდეს. და, მისი აზრით, უახლოეს ოცდაათ წელიწადში ასევე უნდა გადაიჭრას შემდეგი ამოცანები:

• 15-ჯერ უნდა გაიზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტი;

• არსებობდეს მინიმუმ 5 ტექნოლოგიური კომპანია, რომელთა ღირებულება $10 მილიარდს აჭარბებს, და 10 ათასი მომუშავე სტარტაპი;

• 7-ჯერ გაიზარდოს საშუალო ხელფასი;

• ჯარის ბრძოლისუნარიანობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში მოხვედრა.

არ იყო დავიწყებული არც განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები:

 „უზრუნველყოფილ იქნას ჯანდაცვის მომსახურების 100%-იანი ხელმისაწვდომობა და 20-ჯერ გიზარდოს მოცემული სფეროს დაფინანსება. განათლება ცხოვრების წესად იქცეს, მეცნიერებისა და განათლების დაფინანსება 20-ჯერ გაიზარდოს“.

მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ იგეგმება სომხეთში ჩასული ტურისტების რაოდენობის 15 მილიონ ადამიანამდე გაზრდა.

პრემიერმა მთავარი ამოცანების ჩამონათვალი სპორტის სფეროთი დაასრულა. აქ პრემიერი მსმენელებს დაჰპირდა, რომ „სომხეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულად უნდა იქცეს, მოიპოვონ 25 ოლიმპიური ოქროს მედალი და ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის წოდება.“

გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანმა დასვა რიტორიკული შეკითხვა, რომელსაც თავადვე უპასუხა:

 „რატომ არ წარმოვთქვამ სიტყვა არცახს? იმიტომ, რომ არცახი სომხეთია, და მორჩა!

ყარაბაღის პრეზიდენტის სიტყვა

სტფენაკერტში გამართული მიტინგის დროს სიტყვით გამოვიდა ბაკო სააკიანიც.

ყარაბაღის ლიდერმა იმის კონსტატაცია მოახდინა, რომ ყველაფრის მიუხედავად, არცახელები საკუთარი მიზნის განხორციელებისკენ წავლენ:

 „მუშაობა არცახის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისთვის, და ამით ერთიანი სამშობლოს ოცნებასთან მიახლოება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში სამშობლოს გაძლიერებისთვის ვმუშაობთ. მივესალმებით ყველას, ვინც ერთიანობის მნიშვნელობას აცნობიერებს, ხელს უწყობს მის განმტკიცებას, და სამშობლოს გასაძლიერლად პირობებს ქმნის“.


ასევე წაიკითხეთ