ევროპამ შედეგები არ ცნო, ოპოზიცია ამბობს, რომ 110 დეპუტატი უბრალოდ დანიშნეს" />

არჩევნები ბელარუსში: არცერთი ოპოზიციონერი პარლამენტში

ევროპამ შედეგები არ ცნო, ოპოზიცია ამბობს, რომ 110 დეპუტატი უბრალოდ დანიშნეს

კვირას ბელარუსში წარმომადგენელთა პალატის – პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები გაიმართა. Euroradio– ს ცნობით, არჩევნების შედეგებს ეუთო-ს მისია არ აღიარებს.

ბელარუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა სიტყვა “არჩევნები” ბრჭყალებში ჩასვეს. მათი აზრით, 110 დეპუტატი უბრალოდ დაინიშნა.

რატომ ფიქრობს ოპოზიცია ასე:

• ახალ პარლამენტში ვერცერთი ოპოზიციონერი ვერ მოხვდა;

• ყოველი მესამე დამოუკიდებელი დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გააძევეს;

• პროსამთავრობო კანდიდატების გამოაშკარავება იმდენად ადვილი იყო, რომ დამოუკიდებელმა მედიამ 95 პროცენტიანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა, სად ვის აირჩევდნენ;

• ვადამდელი ხმის მიცემის დროს, რომელიც ბელარუსში ხუთ დღეს გრძელდება, აქტივობამ 35% -ს გადააჭარბა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების აზრით, აქტივობა გადაჭარბებული იყო, რათა „სწორი“ კანდიდატების სასარგებლოდ ბიულეტენები ჩაეყარათ;

• დამკვირვებელი, რომელმაც ბიულეტენების ჩაყრა ვიდეოზე გადაიღო, ასევე მისი კოლეგები, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საჯაროდ უცენზურო სიტყვით მოიხსენია.

• ოფიციალური აქტივობა საარჩევნო უბნების დახურვის მომენტისთვის 77.22% იყო. ეს იმ დროს, როდესაც ბევრმა ამომრჩეველმა, რომლებიც ხმა საღამოს მისცეს, რეგისტრაციისას ცარიელ ფურცლებს მოაწერეს ხელი. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი კორპუსებიდან თუ სადარბაზოებიდან უბანზე მისული პირველი ამომრჩევლები იყვნენ.

არჩევნები პოლონეთში – კონსერვატორები ხელისუფლებაში რჩებიან

მოსაზრება: რუსეთში არჩევნები დასრულდა, ყველაზე საინტერესო დაიწყო

გია ნოდიას თვალსაზრისი: არჩევნები და ოპოზიციური პესიმიზმი

არჩევნებამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ მას სურს პარლამენტში “მემკვიდრეობითობა” იხილოს  და კარგი იქნება, თუ იქ ძველი დეპუტატების მესამედი დარჩებიან, რათა სხვებს ასწავლონ რა უნდა გააკეთონ.

“უცნაური დამთხვევის” წყალობით წარმომადგენელთა პალატის ახალ შემადგენლობაში 110-დან 30 დეპუტატი სწორედ ძველი შემადგენლობიდანაა.

დამკვირვებლებისა და ხელისუფლების პოზიცია

კამპანიის “არჩევანის უფლებას” ინფორმაციით, ბელარუსში 2019 წლის არჩევნებზე 731 დარღვევა დაფიქსირდა. დამკვირვებლებმა 622 საჩივარი შეიტანეს.  ხუთ ოლქში ცხრა ოლქიდან, სადაც კამპანიის „არჩევანის უფლების“ წარმომადგენლები მუშაობდნენ, არჩევნები არ ჩატარდა დაბალი აქტივობის გამო.

დეპუტატობის კანდიდატი”ახალგაზრდული ბლოკიდან” სტას შაშოკი და მისი რწმუნებული პიოტრ მარკელოვი  არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ცდილობდნენ. შედეგად, პოლიციამ მარკელოვი პირდაპირ Facebook– ზე “ლაივის” დროს აიყვანა.

ეუთო-ს დამკვირვებლებმა არჩევნების შემდეგ განაცხადეს, რომ არჩევნების პროცესში “სერიოზული საპროცესო პრობლემები” დაფიქსირდა. სპეციალური კოორდინატორის მარგარეტ სედერფელტის თქმით, ეს ფაქტები ხმების დათვლის შედეგებს საეჭვოს ხდის:

“ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უამრავ კანდიდატს სურდა, მაგრამ მათი მონაწილეობა შეიზღუდა. ამ არჩევნებმა დემოკრატიული ვალდებულებების დაცვის სრული არარსებობა აჩვენა.

ისეთ სახელმწიფოში, სადაც პარლამენტის უფლებამოსილება და დამოუკიდებლობა შეზღუდულია და ირღვევა როგორც ამომრჩეველთა, ისე კანდიდატების ფუნდამენტური თავისუფლებები, არსებობს საშიშროება, რომ საპარლამენტო არჩევნები ფორმალობად იქცეს. “

ეუთო-ს წარმომადგენლები იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ არ შეასრულა რეკომენდაციები საარჩევნო კანონის შეცვლის თაობაზე. ამის საპასუხოდ, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მინსკი მზად არის კონსტრუქციული კრიტიკისთვის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ არ იღებს „უსაფუძვლო და ტოტულ ცილისწამებას“.

“კანონმდებლობა და საარჩევნო პროცედურები თუ გაუმჯობესდა, ეს არა ვინმეს ბრძანებით მოხდება, არამედ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნით და ევოლუციური გზით.” “ბელარუსში არჩევნები ტარდება არა ზოგიერთი გარეშე ძალისთვის, არამედ “ქვეყნისთვის და ხალხისთვის”,  – აცხადებს ოფიციალური მინსკი.


ასევე წაიკითხეთ