თუკი პარტიები მმართველ კოალიციას სამი თვის განმავლობაში არ ჩამოაყალიბებენ, პარლამენტი დათხოვნილი იქნება" />

არჩევნების შედეგები მოლდოვაში: ლიდერობს პრორუსული პარტია, თუმცა მთავრობას ვერ აყალიბებს

თუკი პარტიები მმართველ კოალიციას სამი თვის განმავლობაში არ ჩამოაყალიბებენ, პარლამენტი დათხოვნილი იქნება

უკრაინული ტელეარხის „ჰრომადსკოეს“  და მოლდოვური გამოცემის  ZIARUL DE GARDĂ-ს პუბლიკაციების მიხედვით 

მოლდოვის პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის წევრები პირველად ხვდებიან. არჩევნების სხვა მნიშვნელოვანი შედეგია პრორუსული პოლიტიკური ძალის  – სოციალისტების გამარჯვება. ამავდროულად საკუთარი პოზიციების შენარჩუნება შეძლო დემოკრატების პარტიამ, რომლის უკან ადგილობრივი ოლიგარქი დგას.

მოლდოვის ახალ პარლამენტს ჩამოაყალიბებს სოციალისტების პარტია, ბლოკი ACUM, დემოკრატიული პარტია და პარტია „შორი“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ სამშაბათს დილით შედეგები გამოაცხადა: ხმათა 31,15პროცენტი სოციალისტების პარტიამ დააგროვა, 26,84პროცენტი – ოპოზიციურმა ბლოკმა ACUM, 23,62 პროცენტი მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ და 8,32 პროცენტი პარტიამ – „შორი.“ დანარჩენებმა ექვსპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ექსპერტების პროგნოზების მიხედვით, სოციალისტები პარლამენტში 35 ადგილს მიიღებენ, დემოკრატები – 30-ს, ბლოკ ACUM-ის წარმომადგენლები – 26 ადგილს, პარტია „შორი“ კი – შვიდს; კიდევ სამი ადგილი დამოუკიდებელ დეპუტატებს დარჩებათ.

• მოლდოვის ბევრი მაცხოვრებელი ქვეყანას ტოვებს,

• პოლიტიკური სერიალი: კონფლიქტი მოლდოვის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის

პოსტერი კოლაჟით, რომელზეც  მთავარი პოლიტიკოსებს ვლად პლახოტნიუკის კლოუნი-მარიონეტები განასახიერებენ. კიშინიოვი, მოლდოვა, 2019წლის 24 თებერვალი. ფოტო: ალექსანდრ კოჰანი/ „ჰრომადსკოე“

ამგვარად, 51 ადგილის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო, და მათ კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მოუწევთ. ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ ეს მარტივი არ იქნება. თუკი პოლიტიკოსები სამი თვის განმავლობაში მოლაპარაკებას ვერ შეძლებენ, პარლამენტი დათხოვნილი იქნება და ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნება.

დამოუკიდებელი უკრაინული ტელევიზია „ჰრომადსკოე“ არჩევნების წინ მოლდოვაში იმყოფებოდა, რათა სხვადასხვა კანდიდატის მხარდამჭერ ადამიანებს შეხვედროდა და პოლიტიკური პრეფერენციების თაობაზე მათთან ერთად ემსჯელა.  

ოლიგარქი და რუსული პროპაგანდა

„თუ ჩვენი პარტია გაიმარჯვებს, ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც წინათ იყო!”, –  ნოსტალგიური ამოოხვრით ამბობს პენსიონერი ქალბატონი სახელად მარიტანა, რომელიც სოციალისტების მიტინგის წინ სააგიტაციო პროდუქციას არიგებს. „როგორც წინათ“ეს არის – ისე როგორც საბჭოთა წლებში, მაშინ, მარიტანას თქმით, „ყველა მშვიდობიანად, თანხმობასა და სიყვარულში ცხოვრობდა“.

ახალგაზრდობა სოციალისტების პარტიის მომხრეთა მიტინგზე, კიშინიოვი, მოლდოვა, 2019 წლის 22 თებერვალი. ალექსანდრ კოჰანი/ „ჰრომადსკოე“

ალინა რადუ, გამოცემა Ziarul de Garda-ს მთავარი რედაქტორი განმარტავს – ამგვარი განწყობა მოლდოვაში იშვიათი არ არის,და ის ძირითადად რუსული პროპაგანდის გავლენით ჩნდება

„ჩვენ რუსულენოვანი და რუმინულენოვანი მოსახლეობა გვყავს, რუსულენოვნები კი ძირითადად რუსულ არხებს უყურებენ, რადგან აქ რუსულად მხოლოდ ამ არხების ტრანსლირება ხდება. იქ ყოველდღიურად გაისმის მუქარა, რომ თუ ჩვენ რუსეთთან არ ვიმეგობრებთ, ყველა ეკლესია დაინგრევა, ყველა გეი გახდებათავადაც კარგად მოგეხსენებათ ეს რიტორიკა; და რომ აქ სირიელები ჩამოვლენ, და თუკი ევროპასთან ვიმეგობრებთ, ჩვენს თავს რაღაც ცუდი მოხდება”.

მოლდოვაში სოციალისტების ტრადიციული მოწინააღმდეგეები არიან დემოკრატები, რომლებიც ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ და ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობასა და სტრუქტურას აკონტროლებდნენ. დემოკრატიულ პარტიას ადგილობრივი ოლიგარქი, ვლად პლახოტნიუკი მეთაურობს.

„მთელ მართლმსაჯულებას, სასამართლოებს, პროკურატურასა და პოლიციას მოქმედი ხელისუფლება აკონტროლებს. მთავრობაში გადაწყვეტილებები ვლად პლახოტნიუკის სასარგებლოდ მიიღება, – ამბობს ალინა რადუ, – მთელი პოლიტიკა ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული“.

დემოკრატიული პარტიის ოფიციალური დღის წესრიგი ევროკავშირთან თანამშრომლობის მოგვარებას ითვალისწინებს, თუმცა არა – რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების ფასად.

„ჩვენ 2009 წლიდან ევროინტეგრაციაზე ვლაპარაკობთთუმცა ისევ ისე, შეიძლება უფრო ცუდადაც ვცხოვრობთ, – დასძენს კრისტიან ჟარდანი, გამოცემა Unimedia-ს რედაქტორი, — და სიტყვამ „პროევროპული“ ადამიანებისთვის მომხიბვლელობა დაკარგა“.


გასართობი პარკი როგორც რეკლამა

კორუფცია და ოლიგარქებზე დამოკიდებულება – მოლდოვისთვის დიდი პრობლემაა. არჩევნების წინ მთელ კიშინიოვში კოლაჟიანი პოსტერები გააკრეს, რომლებზეც მთავარი პოლიტიკოსებს ვლად პლახოტნიუკის კლოუნი-მარიონეტები განასახიერებდნენ. მათ შორის – კიდევ ერთი ოლიგარქია – ილან შორი, რომელსაც საკუთარი პარტია აქვს. სასამართლომ ის ერთ-ერთი მოლდოვური ბანკიდან ერთი მილიარდი დოლარის მოპარვაში დამნაშავედ ცნო, თუმცა შორმა სააპელაციო სასამართლოში იჩივლა – ანუ მას პარლამენტში კენჭის ყრის უფლება ჰქონდა.

ოლიგარქ ილან შორის პოლიტიკური ძალის სააგიტაციო ბილბორდი კიშინიოვის ქუჩაზე, მოლდოვა, 2019 წლის 23 თებერვალი. ალექსანდრ კოჰანი/ „ჰრომადსკოე“

შორს მოლდოვაში მისი მშობლიური ქალაქის ორგეევის წყალობით იცნობენ. იქ, კიშინიოვის მახლობლად, ბიზნესმენმა დიდი გასართობი პარკი  – „ორჰეილენდი“ააშენა. მოსახლეობის ნაწილისთვის ეს საკმაოდ მოვლილი პატარა ქალაქია – მოლდოვის მომავლის პატარა მოდელი. ზოგიერთ ადამიანს სწამს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შორი მოლდავეთს აყვავებულ და მდიდარ ქვეყანად აქცევს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გზები, გასართობი პარკი“, – თვლის კიშინიოველი ტაქსის მძღოლი, და ამით განმარტავს, თუ რატომ აპირებს შორისთვის ხმის მიცემას.

ACUM —  რუმინულიდან თარგმანით ნიშნავს „დღეს“. ასე ჰქვია პროევროპული ოპოზიციის ბლოკს, რომელიც ადრე პარლამენტში არ შედიოდა.

ბლოკ ACUM-ის მომხრე ევგენის მკაფიო პასუხი აქვს იმ გარდაქმნებთან დაკავშირებით, რომელსაც ის ელოდება:

„ჩემთვის ყველაზე მთავარია მართლმსაჯულებისადმი ნდობა. რათა დარწმუნებული ვიყო, რომ როდესაც სასამართლოში მივდივარ, მე მას მოვიგებ. მაგალითად, ბიზნესის დაწყება მსურს, ან უბრალოდ უსაფრთხოდ მინდა ვიცხოვრო – დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მოუსყიდველი სასამართლოები გვაქვს, დამნაშავეები კი დაისჯებიან“.


ასევე წაიკითხეთ