პაველ არძინბას ბრალი აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მეექვსე მცდელობაში ედება " />

ანქვაბიზე თავდასხმაში ბრალდებული აფხაზეთის ხელისუფლებას ჩაბარდა

პაველ არძინბას ბრალი აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მეექვსე მცდელობაში ედება

26 სექტემბერს საღამოს აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა ბიზნესმენი პაველ არძინბა, რომელიც 2012 წლიდან ძებნაში იმყოფებოდა. მას ბრალად აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის მკვლელობის მცდელობა ედება.

პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, არძინბა უკვე დაკითხულია და შსს-ს  დრიოებითი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი.

თავად არძინბას თქმით, მას კავშირი აქვს ანქავბზე რიგით მე-6 თავდასხმასთან, რომელიც 2012 წლის 22 თებერვალს გუდაუთასთან განხორციელდა. პრეზიდენტის ესკორტის მიმართულებით გახსნილი მასირებული ცეცხლის შედეგად ანქვაბი არ დაზარალებულა, მისი დაცვის ორი თანამშრომელი კი დაიღუპა.

ორი თვის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა დანაშაულის გახსნის შესახებ განაცხადეს. მათი ცნობით, დანაშაული ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნილმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა ჩაიდინა, რომელსაც კავშირი აქვს ანქვაბზე თავდასხმის რამდენიმე წინა მცდელობებთანაც.

ჯგუფის ათ წევრს ბრალდებები წაუყენეს. ერთ-ერთმა მათგანმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალმასბეი კჩაჩმა, დაკავებისას თავი მოიკლა. კიდევ ერთმა იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. საქმეზე ორმა ბრალდებულმა – პაველ არძინბამ და რუშბეი ბარციცმა, მიმალვა მოახერხეს.

სასამართლო პროცესი 2013 წელს დაიწყო და ოთხ წელს გაგრძელდა. შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ვადით  – 13-დან 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. მაშინ უზენაესმა სასამართლომ არ გამოიტანა განაჩენი პაველ არძინბას მიართ იმ მოტივით, რომ იგი ძებნაში იმყოფრებოდა, მისი საქმე ცალკე წარმოებაში გამოიყო.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ