ვიცეპრემიერ მაიკ პენსის თქმით, ტრამპმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება" />

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერს შეხვდა

ვიცეპრემიერ მაიკ პენსის თქმით, ტრამპმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება

8 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

“პატივი მქონდა დღეს თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად”, – დაწერა ტრამპმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საუბარი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს.

“მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ტრამპთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში  წინასწარ დაგეგმილი არ იყო. საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც დაწერა: “აშშ-ის პრეზიდენტი შემოგვიერთდა, რათა მისალმებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და კვლავ დაედასტურებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება”.


ასევე წაიკითხეთ