გუსეინოვი ორი წელი იჯდა ციხეში " />

აზერბაიჯანელი ბლოგერი მეჰმან გუსეინოვი ციხიდან გაათავისუფლეს

გუსეინოვი ორი წელი იჯდა ციხეში

ბლოგერი მეჰმან გუსეინოვი, რომელიც ცილისწამების ბრალდების გამო, ორი წლით იყო მსჯავრდებული, 2 მარტს გათავისუფლდა.

26 წლის მეჰმან გუსეინოვი – ვიდეობლოგერია, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა. 2017 წლის მარტს, პოლიციელისადმი ცილისწამების ბრალდებით, როდესაც მან პოლიციის განყოფილებაში წამების გამო დაიჩივლა, ბლოგერს ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ის პოლიტიკურ პატიმრად ცნეს.

2018 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე რჩებოდა, მას ბრალი დასდეს, რომ თითქოს იუსტიციის ლეიტენანტს სცემა. ეს მას პატიმრობის ახალ ვადას უქადდა. პროტესტის ნიშნად, ბლოგერმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელსაც ბევრი სხვა პოლიტპატიმარი და ოპოზიციის აქტივისტი შეუერთდა. ეს საქმე ფართოდ გახმაურდა და ოპოზიციის მიტინგის მიზეზადაც კი იქცა.

მეჰმანის მიმართ ახალი საქმე შეწყდა.

• რატომ შიმშილობს გუსეინოვი?

• პოლიტპატიმართა მხარდამჭერი ოპოზიციის მიტინგი ბაქოში

•  როგორია ჟურნალისტობა აზერბაიჯანში

ციხიდან გამოსვლისთანავე მეჰმანი მაშინვე გაემართა დედის საფლავისკენ, რომელიც მისი ციხეში ყოფნის დროს გარდაიცვალა, – გადმოსცემს Turan.

იქიდან ის მივიდა ჟურნალისტ ელმარ გუსეინოვის ხსოვნის აქციაზე, რომელიც 14 წლის წინათ ამ დღეს მოკლეს. მკვლელობა აქამდე არ გახსნილა.

მეჰმან გუსეინოვმა გაიხსენა, რომ 2017-ში ის სწორედ იმის მეორე დღეს დააპატიმრეს, როდესაც გუსეინოვის საფლავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ელმარის მსგავსად, თავისუფალი ჟურნალისტიკის გზას გააგრძელებდა“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ