პარლამენტმა კერძო ბინებში ტურისტების განთავსების უფლება დაუშვა " />

აზერბაიჯანში ჰოსტელების გახსნა მარტივდება

პარლამენტმა კერძო ბინებში ტურისტების განთავსების უფლება დაუშვა

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა (პარლამენტი) 25 აპრილს  საცხოვრებელ კოდექსში  შეიტანა ცვლილებები, რომლებიც მრავალბინიანი საცხოვრებელი  სახლების ფართობის  სასტუმროდ ან ჰოსტელად გამოყენების უფლებას იძლევა.

დოკუმენტში სასტუმროებს, სასტუმროს ტიპის ობიექტებსა და სხვა მსგავს ობიექტებს, რომლებიც დროებით საცხოვრებლად არის გამიზნული, „განთავსების საშუალებები“ ეწოდება და,  საცხოვრებელი ფართის სტატუსი აქვს მიკუთვნებული. ძირითადად, საქმე ეხება ჰოსტელებს,  “bed and breakfast”-ის ტიპის იაფფასიან ღამის გასათევ ადგილებს.

ცვლილებათა პროექტის ავტორმა, სახელმწიფო მშენებლობათა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ალი ჰუსეინლიმ   განაცხადა, რომ „ეს ტურიზმის განვითარებისთვის მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებაა“.

ამ ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდა  “დემოკრატიული რეფორმების პარტიის” თავმჯდომარე, დეპუტატი ასიმ მოლაზადე. მას მიაჩნია, რომ საცხოვრებელი ფართების სასტუმროებად გამოყენებამ, შესაძლოა, ადამიანების დასვენების უფლება დაარღვიოს. შრომისა და სოციალური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ჰადი რაჯაბლიმ თავის კოლეგას მხარი არ დაუჭირა და თქვა, რომ „ტურიზმის“ შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დიდი ხანია, მიმდინარეობს, და ამისთვის შეისწავლება მსოფლიო გამოცდილება.

„ვიცით, რომ ევროპაში ცალკეულ ბინებს ტურისტების დასაბინავებლად იყენებენ. ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს აზერბაიჯანის ტურიზმის განვითარებაში“, – თქვა რაჯაბლიმ.

დეპუტატმა აფტალუნ ამაშოვმა (პრესის საბჭოს თავმჯდომარემ), ასევე მხარი დაუჭირა ამ წინადადებას და მაგალითად მეზობელი საქართველო მოიხმო.

JAMnews ახლახან იუწყებოდა, “მენტალიტეტთან შეუსაბამობის“  მიზეზით, ბაქოში ჰოსტელის დაკეტვასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ.

ჰოსტელის დახურვის გამო ატეხილი სკანდალი ბაქოში


ასევე წაიკითხეთ