ყარაბაღის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის მემორიალთან დაახლოებით ორმოცი ათასამდე ადამიანი მივიდა " />

აზერბაიჯანში ხოჯალის ტრაგედიის 26-ე წლისთავი აღნიშნეს

ყარაბაღის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის მემორიალთან დაახლოებით ორმოცი ათასამდე ადამიანი მივიდა

 

ფოტო trend.az

აზერბაიჯანში, დაახლოებით ორმოცი ათასმა ადამიანმა მიაგო პატივი ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლთა ხსოვნას. ოფიციალური ღონისძიებები პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის წევრების მიერ მემორიალის მონახულებით დაიწყო. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარდა მრავალრიცხოვანი მიტინგები ლოზუნგით -„სამართლიანობა ხოჯალისთვის“.

1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით, რომლებიც სსრკ-ს დროიდან ქალაქ ხანკენდში იყო დისლოცირებული და რომლის სამეთაურო და პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს სომხები შეადგენდნენ, მიწასთან გაასწორეს ქალაქი ხოჯალი.

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმდებების შედეგად ქალაქში მყოფი 5 ათასი ადამიანიდან 613 დაიღუპა, მათ შორის – 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 187-მა მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაიჭრა, 1,275 ადამიანი ტყვედ ჩავარდა, 150-ის ბედი კი აქამდე უცნობია. რვა ოჯახი სრულად არის განადგურებული.

სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქალაქ ხოჯალის ოკუპაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახლმწიფოსა და მის მოქალაქეებს 170 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში. სხვათა შორის, ასეთი ერთობლივი, ოფიციალური განცხადება მთელი 26 წლის განმავლობაში პირველად გამოქვეყნდა.

ხოჯალის მსხვერპლთა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომლებიც ადგილობრივმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, მთელი მსოფლიო მოიარა.

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის შესახებ ერთიანი აზრი დღემდე არ არსებობს.

ბრიტანელი ჟურნალისტი თომას დე ვაალი ყველაზე სარწმუნოდ მიიჩნევს აზერბაიჯანის საპარლამენტო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რიცხვს – კერძოდ, 485 (გზაში გაყინული ადამიანების ჩათვლით) დაღუპულის შესახებ.

სომხური მხარის დანაკარგი უმნიშვნელო იყო; რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ ინფორმაციით, ხოჯალიზე შეტევის დროს 7 სომეხი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა.

ხოჯალის ტრაგედია აზერბაიჯანში ხელისუფლების შეცვლის მიზეზად იქცა. 1992 წელს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იაზ მუტალიბოვი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ხოჯალის ტრაგედიის შესახებ უფრო დაწვრილებით წაკითხვა შესაძლებელია JAMnews-ის მასალებში:

ნაწყვეტები ბრიტანელი ჟურნალისტისა და მკვლევარის თომას დე ვაალის წიგნიდან

 

და სომეხი ჟურნალისტისა და მკვლევარის ტატულ აკოპიანის ვერსია


ასევე წაიკითხეთ