ჰოსპიტალიზებული ადამიანების თავდაპირველ სიაში მისი სახელი არ იყო " />

აზერბაიჯანში ხის ტოტების დაცემისგან დაზარალებული ერთ-ერთი ქალბატონი გარდაიცვალა

ჰოსპიტალიზებული ადამიანების თავდაპირველ სიაში მისი სახელი არ იყო

აზერბაიჯანში ხუთასწლოვანი ხის ტოტების დაცემისგან დაზარალებული ერთ-ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. კიდევ ხუთი ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. უბედური შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ შეკიში 14 ივლისს მოხდა.

• აზერბაიჯანის ქალაქ შეკის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

• აზერბაიჯანული თავსაბური ქალაღაი – რა არის, და როგორ აკეთებენ მას

• კარტოფილი ხიდან, მანდარინები და სხვა ხილი: 25 ფოტო აზერბაიჯანის სამხრეთიდან

წვრილმანები

უძველესი ჭადარი იზრდებოდა მთავარი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობის – შეკის ხნების სასახლის ეზოში, სადაც უქმე დღეებში უამრავი ტურისტია. კვირას 14 ივლისს ამ ხეს რამდენიმე მძიმე ტოტი მოტყდა და ახლო-მახლო მყოფ ადამიანებს დაეცა. 

მთლიანობაში 19 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის – რამდენიმე არაბი ტურისტი. საჭირო გახდა ოთხი დაზარალებულის ბაქოში სამკურნალოდ გადაყვანა, ერთი სამკურნალოდ შეკიში დატოვეს.  

32 წლის ჰატირა აგამალიევას სახელი ჰოსპიტალიზებულთა თავდაპირველ სიაში არ იყო. მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ტრავმული შოკითა და თეძოს ძვლის ჩამსხვრეული მოტეხილობით შეკის ცენტრალურ საავადმყოფოში დააწვინეს. 15 ივლისს ის გარდაიცვალა. 

მიზეზები

უბედური შემთხვევიდან მალევე შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, ასევე – ექიმები დედაქალაქიდან.  პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა.

ტოტების ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად  ექსპერტებმა და გენერალურმა პროკურატურამ ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს. მთავარი ვერსია ის არის, რომ ტოტები მოამტვრია ქარმა, რომელიც შეკიში იმ დღეებში უბერავდა.

ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე კი შეკის ხანების სასახლე, ქალაქის ისტორიულ ცენტრთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. სასახლის მახლობლად მდგარი ჭადარი (ანუ „ხანის ჩინარი“) თავისთავად ასევე ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს – ის 1530 წელს არის დარგული, და შეტანილია აზერბაიჯანის წითელ წიგნში. 


ასევე წაიკითხეთ