ახალდაბადებული გოგონას მკვლელობა და სტატისტიკა" />

შერჩევითი აბორტები აზერბაიჯანში კვლავ ყურადღების ცენტრშია

ახალდაბადებული გოგონას მკვლელობა და სტატისტიკა

2017 წლის პირველ ექვს თვეში აზერბაიჯანში 68885 ბავშვის დაბადება დარეგისტრირდა. თანაც სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, მათი 53% ბიჭია, და 47% – გოგონა.

სახელმწიფო კომიტეტის მონაცენების მიხედვით, 2017 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობამ 40 096 ადამიანით (0,4%) მოიმატა და 9 850 077 ადამიანი შეადგინა.

ახალშობილ გოგონებსა და ბიჭებს შორის დისბალანსი აზერბაიჯანისთვის, დიდი ხანია, სიახლეს აღარ წარმოადგენს. მოსახლეობის სფეროში გაეროს UNFPA-ს მონაცემებით, აზერბაიჯანი, ახალშობილებს შორის სქესთა დისბალანსის დარღვევის მხრივ, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

ოჯახის , ქალთა და ბავშვთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციის განყოფილებისა და ანალიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ელგიუნ საფაროვმა პრობლემის შესახებ კომენტარი გააკეთა:

“გოგონებთან შედარებით, ახლშობილი ბიჭების რაოდენობის ზრდა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიდან მომდინარეობს. ეს იმას უკავშირდება, რომ აზერბაიჯანულ ოჯახებში უპირატესობა ბიჭებს ენიჭებათ. ასეთი ოჯახების განათლების გზით სელექციური აბორტები უნდა აღიკვეთოს”, – უთხრა საფაროვმა სააგენტო Salamnews-ს.

“იმისთვის, რომ სელექციური აბორტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს, აუცილებელია ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლების დამატება”, – მიაჩნია ექსპერტს.

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, სამწუხაროდ, მხოლოდ სელექციური აბორტებით არ ამოიწურება.

აზერბაიჯანის ლენქორანის რაიონში ივლისის ბოლოს ექვსი დღის გოგონას მელეკ ნურულაევას საზარელი მკვლელობა მოხდა. მისმა ბებიამ ატიფამ ბავშვს სხეულში ნემსები და ქინძისთავები ჩაარჭო, და ბავშვის სხეული ჭაში ჩააგდო. მისი თქმით, მკვლელობის ჯინებისთვის დაბრალებას აპირებდა. “მეორე გოგონა აღარ მინდოდა, ბიჭი მინდოდა, მეგონა, ყველა დაიჯერებდა, რომ მკვლელობა ჯინებმა ჩაიდინეს. შემდეგ ეჭვები გამიჩნდა, ამიტომ ბავშვი აიყვანე და ეზოში, ჭაში ჩავაგდე”, – ჰყვება ატიფა ნურულაევა.

ამ შემთხვევამ აზერბაიჯანში მწვავე დისკუსია გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ბევრმა გოგონას მამამ დაადანაშაულა, თუმცა ჯერჯერობით, როგორც მთავარი ეჭვმიტანილი, დაპატიმრებულია ბებია. სასამართლო დაახლოებით სამი თვის შემდეგ შედგება.

აზერბაიჯანში სელექციური აბორტების პრობლემის შესახებ წაიკითხეთ JAMnews-ის სტატიაში:

მეორეხარისხოვანი ბავშვები


ასევე წაიკითხეთ