ამჟამად ტურიზმის სფეროში 1000-ით მეტი ადამიანი მუშაობს " />

აზერბაიჯანში სასტუმროების ბიზნესი ვითარდება

ამჟამად ტურიზმის სფეროში 1000-ით მეტი ადამიანი მუშაობს

ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებით არსებული ახალი ოფიციალური სტატისტიკური მასალა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს:

  • გასულ წელთან შედარებით აზერბაიჯანულმა სასტუმროებმა ერთნახევარჯერ (უფრო ზუსტად კი 42,9%-ით) მეტი სტუმარი მიიღეს.
  • ტურისტებმა ქვეყანაში საშუალოდ ორი დღე გაატარეს – ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს.
  • ტურისტების დიდი ნაწილი გაბალის რაიონს ესტუმრა – რეგიონს, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ ახალი ტურისტული კომპლექსი გახსნეს. აქ სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.
  • პირველი ნახევარწლის შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდის ანალოგიურ მონაცემებზე 40%-ით მეტია.
  • ამჟამად ტურიზმის სფეროში ათი ათასი ადამიანი მუშაობს – ეს რიცხვი 11,8%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს

არც ისე დიდი ხნის წინ, გაბალას რაიონსა და შაჰდაღის ეროვნულ პარკში (აზერბაიჯანის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში მდებარე რეგიონებში) ტურისტული კომპლექსები (რამდენიმე სასტუმრო და ხელოვნური თოვლის საფარის მქონე სამთო-სათხილამურო კურორტი) გაიხსნა.

ტექსტში გამოყენებული მასალები  თოღრულ მაშალლის სტატიიდანაა აღებული

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ