მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადაღებული ვიდეო გახდა " />

აზერბაიჯანში ჟურნალისტს „შეურაცხმყოფელი სათაურისთვის“ ასამართლებენ

მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადაღებული ვიდეო გახდა

ბაქოში სასამართლო გარჩევა მიმდინარეობს ჟურნალისტ სევინჯ ვაგიფგიზის საქმეზე, რომელსაც ბრალი ღირსების შელახვაში ედება. ამის მიზეზი 2018 წელს აზერბაიჯანში მიმდინარე არჩევნების შესახებ მის მიერ გადაღებული ვიდეოსიუჟეტი გახდა.

• ვინ ვინ იყო, და ვინ იყო არავინ 2018 წლის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში

• ეუთოს დამკვირვებლებმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები გააკრიტიკეს

• წითელი ხაზი აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის

ამ სიუჟეტის „გმირმა“ – დედაქალაქის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მოადგილემ – ეს სათაური შეურაცხმყოფელად მიიჩნია. ეს ქალბატონი შეურაცხყოფისთვის 2500 მანათის [დაახლოებით $1500] ოდენობის კომპენსაციას მოითხოვს. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს.  

სევინჯ ვაგიფგიზი ჟურნალისტი – ფრილანსერია. თავის მასალებში ის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს. 2018 წლის არჩევნების დროს სევინჯ ვაგიფგიზიმ გადაიღო ორწუთიანი ვიდეოსიუჟეტი – სათაურით „არჩევნები-2018: „„კარუსელის“ მაკონტროლებელი დირექტორის მოადგილე არჩევნებზე.“

 „კარუსელი“ –  კენჭისყრის შედეგების გაყალბების მეთოდია. საარჩევნო უბანზე მისვლამდე ამომრჩეველს უკვე შევსებულ ბიულეტენს აძლევენ, რათა მან ის საარჩევნო ურნაში ჩაუშვას, ახალი, სუფთა ბიულეტენი კი ორგანიზატორს გადასცეს.

ვიდეოსიუჟეტის „მოქმედების ადგილად“ იქცა № 251-ე სკოლა, სადაც ამ სკოლის დირექტორის მოადგილე ელმირა ალანდაროვა შენობაში პერიოდულად შედის და გადის, და ვიღაც ადამიანებს ეკონტაქტება.

ელმირა ალენდაროვამ პირობა დადო, რომ განცხადებას უკან გაიტანდა, თუკი ჟურნალისტი მას ბოდიშს მოუხდიდა. სევინჯ ვაგიფგიზი ამას არ დათანხმდა. 

ჟურნალისტის ადვოკატმა მოისურვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომიტეტიდან საარჩევნო უბნებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოეთხოვა, მაგრამ მოსამართლემ მას უარი განუცხადა. მომდევნო სხდომა 5 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული, – წერს „კავკაზსკი უზელი“ 

2018 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ილჰამ ალიევის გამარჯვებით დასრულდა. ეუთოს დამკვირვებლებმა კენჭისყრის დროს გამოვლენილი მრავალი დარღვევის ფაქტის შესახებ განაცხადეს.


ასევე წაიკითხეთ