ყურანის მიხედვით, რამაზანი - აუცილებელი მარხვის თვეა, რომელიც სულს წმენდს " />

აზერბაიჯანში მუსლიმურ დღესასწაულს, რამაზანს აღნიშნავენ

ყურანის მიხედვით, რამაზანი - აუცილებელი მარხვის თვეა, რომელიც სულს წმენდს

5 ივნისს აზერბაიჯანში მუსლიმურ დღესასწაულს, რამაზანს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობას ორი უქმე დღე ერგო.

• აზერბაიჯანში მუსლიმი ქალები დისკრიმინაციას უჩივიან

• ჯადოსნური ბიზნესი აზერბაიჯანულად

რამაზანი – აუცილებელი მუსლიმური მარხვის თვეა. ამ დროს მართლმორწმუნე მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე საკვებისგან, სასმელისგან და მოწევისგან თავს იკავებენ.

ჭამა და სმა მხოლოდ განთიადის დადგომამდე და დაბნელების შემდეგ არის დაშვებული. საკვების საღამოს მიღებას „იფტარი“ ეწოდება, და მისი დაწყება წყლითა და ფინიკით არის საჭირო. მარხვის დროს ბევრი რესტორანი სთავაზობს სპეციალურ „იფტარ-მენიუს“.

მარხვის მიზანი სულის განწმენდა, საკუთარი რწმენის ძალის დამტკიცება და ალაჰის კეთილგანწყობის მოპოვებაა.

მარხვის შენახვა მამაკაცებსაც შეუძლიათ და ქალებსაც. გარკვეული ასაკის შემდეგ – თუკი ჯანმრთელობა ხელს უწყობთ – ბავშვებიც კი მარხულობენ.

მარხვის თარიღი მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული და ყოველწლიურად რამდენიმე დღით წინ იწევს.

მარხვა იმავე სახელწოდების დღესასწაულით სრულდება. აზერბაიჯანში მას სახელმწიფო დონეზე აღნიშნავენ 1993 წლიდან,  როდესაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გავიდა და დამოუკიდებლობა მოიპოვა.

დღესასწაულის დღეს მარხულები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ და სამი კილოგრამი ფქვილის ფულადი ექვივალენტის ოდენობის ქველმოქმედებას გასცემენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ