14 წლის განმავლობაში ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკამ ორჯერ მოიმატა " />

აზერბაიჯანში მსჯელობენ, თუ რატომ მატულობს კიბოთი დაავადებულების რაოდენობა

14 წლის განმავლობაში ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკამ ორჯერ მოიმატა

აზერბაიჯანში ბოლო 14 წლის განმავლობაში კიბოთი დაავადებული დარეგისტრირებული ავადმყოფების რიცხვმა ორზე მეტად იმატა. სოციალური ქსელებში ადამიანებს ეს სტატისტიკა აშფოთებთ და მიზეზებზე მსჯელობენ. რა მოხდა: ავადმყოფობის უკეთ დიაგნოსტირება დაიწყეს, თუ აზერბაიჯანის მაცხოვრებლებს სტრესები და ეკოლოგია კლავთ

• დიაბეტი აზერბაიჯანში: ისტორიები, პრობლემები, მითები

• როგორ დისკრიმინაციას უწევენ ექიმები სომხეთში აივ ინფექციითა და აივ-ით დაავადებულებს

სტატისტიკა

მოცემულ მომენტში აზერბაიჯანში ოფიციალურად 48 685 ონკოლოგიური ავადმყოფია დარეგისტრირებულიიუწყება Trend.

2005 წელს მათი რიცხვი იყო – 23 088;

2010წელს  – 28 052;

2015 წელს – 40 653;

2017 წელს  – 45 756.

გასულ წელს ეს დიაგნოზი მოსახლეობის 100 ათასი ადამიანიდან დაახლოებით 113-ს დაუსვეს

მათი უმრავლესობა 40 წელზე უფროსი ასაკისაა, მამაკაცები და ქალები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით არიან. ყველაზე ხშირი ძუძუს კიბოს შემთხვევაა.

 ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კიბო სიკვდილის ყოველი მეექვსე შემთხვევის მიზეზი ხდება. შემთხვევების დაახლოებით  70% დაბალი და საშუალო შემოსავლის დონის ქვეყნებზე მოდის. ამავდროულად ონკოლოგიის დიაგნოსტირება უფრო ხშირად განვითარებულ ქვეყნებში ხდება. დიაგნოზების რაოდენობის მიხედვით, ახლა ავსტრალია „ლიდერობს“ (468 ადამიანი თითო ყველა ასი ათასი ადამიანიდან).

კიბოს „ეპიდემიის“ მიზეზები

სამედიცინო სფეროში სიმსივნეების წარმოშობასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. მეცნიერები კამათს აგრძელებენ, თუ რა იწვევს კიბოს: არასწორი კვება, გამოსხივება, ვირუსები, სტრესი, ჰორმონალური დარღვევები, თუ გენეტიკური განწყობა.

ბაქოს ონკოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი ნასიმი გასიმოვი მიიჩნევს, რომ რისკის მთავარ ფაქტორებს – მოწევა და ზედმეტი წონა წარმოადგენს

აზერბაიჯანის სოციალური ქსელებში ადამიანები სთავაზობდნენ საკუთარ ვერსიებს, თუ რატომ მატულობს კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა:

 „ეს კატასტროფაა! ფიქრიც კი საშიშია, რას გვაჭმევენ, იმ ჰაერზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რასაც ვსუნთქავთ“;

 „ეს კარგი სტატისტიკაა! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ონკოლოგიის უკეთ დიაგნოსტირება დაიწყეს“

 „პირიქით, აზერბაიჯანში აქამდე ვერ ისწავლეს ვერც ნორმალურად დიაგნოსტირება, და ვერც მკურნალობა! ვისაც შესაძლებლობა აქვს, თურქეთში, გერმანიასა და რუსეთში მკურნალობს. ხოლო ვისაც ამის საშუალება არ აქვს, აქ კვდებიან. მკურნალობა და წამლები საშინლად ძვირია, ექიმების უმეტესობის კვალიფიკაცია კი – დაბალი“


ასევე წაიკითხეთ