გადაკეტილია ქვეყნის ჩრდილოეთთან ბაქოს დამაკავშირებელი გზა " />

აზერბაიჯანში იარაღის საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა

გადაკეტილია ქვეყნის ჩრდილოეთთან ბაქოს დამაკავშირებელი გზა

27 აგვისტოს დილით საბრძოლო მასალების ერთერთ საწყობში, ქალაქ სიაზანის მახლობლად, ბაქოდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 120 კილომეტრში მძლავრი აფეთქებების სერია მოხდა. შედეგად, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. გადაკეტილია საავტომობილო ტრასა, რომელიც ბაქოს აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რეგიონთან აკავშირებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ მსხვერპლის და დაზარალებულების თაობაზე მონაცემებს არ ფლობს.

შემთხვევისა დგილისკენ სასწრაფო დახმარების 10 ბრიგადა გაემართა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადგურის მთავარი ექიმი მირალემ ჯალალოვი იუწყება.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანები ტერიტორიაზე არ დაიშვებიან იმის გამო, რომ ხანძარი, საბრძოლო მასალების აფეთქებების თანხლებით, ჯერაც არ არის ჩამქრალი. მან ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად არიან დაჭრილები.

ხანძრის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია,იუწყება საინფორმაციო სააგენტო АПА.

სოციალური ქსელების მომხმრებელთა თქმით, აფეთქების ხმები ბაქოს გარეუბნებამდეც კი აღწევდა. შავი კვამლის უზარმაზარი სვეტი მრავალი ათეული კილომეტრიდან მოჩანს. ბევრი ავტომობილი ჯერ კიდევ ბაქო -გუბას ტრასაზე დგას.


ასევე წაიკითხეთ